შს მინისტრი ბათუმის კონფერენციიდან მოხსნეს – გახარია იზორიამ ჩაანაცვლა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით,პროგრამაში ეწერა,კონფერენციაზე  რომ გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა.

გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
Nevsreport.ge.