მივბაძოთ  შვედეთს,  შვეიცარიას,  ფინეთს  და  გავხდეთ სამხედრო  ბლოკების  მიუმხრობელი ქვეყანა.

ეს ინიციატივა ჭეშმარიტად მისასალმებელი და მხარდასაჭერია. მჯერა, რომ ახლო მომავალში მის პრაქტიკულ რეალიზებას ვიხილავთ, რადგან ის საქართველოს გეოგრაფიული სივრცის კანონზომიერებაა; რატომ? _ იმიტომ, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს ნატოსადმი დაპირისპირებული ქვეყნების _ რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯან-ირანის სამეზობლოში და არა ბისკაის ყურეში, როგორც გზააბნეულ ხელისუფალთ და ვაიევროპელ ქართველებს ჰგონიათ.

ნატოში გაერთიანება საქართველოსთვის შეუთავსებელი რომ არის, ამის შესახებ მე, 90-ე წელიწადში გადაბიჯებული პოლიტოლოგი, დიდი ხანია, ვწერ (იხილეთ, “ჩემი რჩევები პრეზიდენტ მ. სააკაშვილს” _ გაზ. “პრეზიდენტი” #2, 7 იანვარი, 2005 წ. “ხალხისა და ხელისუფალთა გასაგონად, ანუ ნატო და საქართველო” _ გაზ. “ასავალ-დასავალი” #8, 25 თებერვალი 2008 წ. “ხელისუფალნო, მიბაძეთ ფინეთს!” _ გაზ. “საქართველო და მსოფლიო”, #2, 18 იანვარი, 2012 წ. “ნატოზე უარი ღიად უნდა ვთქვათ” _ გაზ. “საქართველო და მსოფლიო” #45, 4 დეკემბერი 2012 წ. და სხვ.).

დრო აღარ ითმენს, პატრიოტთა ალიანსს აქვს ისტორიული შანსი, მოიგოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. “ქართულ ოცნებას” პედერასტ-ლესბოსელთა თარეში შეიწირავს, ხოლო ნაციონალები და მათი ნასხლეტები 10-12 პროცენტს ვერ გასცდებიან.

წარმატებას რომ მიაღწიოს, პატრიოტთა ალიანსმა უნდა იმოქმედოს მოწოდებებით: “ნატოში გაერთიანების ნაცვლად _ სამხედრო ნეიტრალიტეტის ფინური ვარიანტი”. “დიპლომატური ურთიერთობის აღდგენა და კეთილმეზობლობა რუსეთთან საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა”, “მშვიდობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყველა ქვეყანას”.

გვერდზე გადავდოთ ურთიერთქიშპი, ამბიციები, გავერთიანდეთ მესამე მძლავრ ძალად და გავიმარჯვებთ. მაშ, ვიმოქმედოთ!

გივი გურეშიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი
ქუთაისი.
Geworld.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან