გახარია: ახალგაზრდებს ვინც გარეთ დგანან და პოლიტიკოსებს ვინც მათ ზურგს უკან დგანან ვეუბნები, ძალის გამოყენებით ძალაუფლების მოპოვება შეუძლებელია.

ახალგაზრდები ვინც გარეთ დგანან და პოლიტიკოსებს ვინც მათ ზურგს უკან დგანან ვეუბნები, ძალის გამოყენებით ძალაუფლების მოპოვება შეუძლებელია, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს გარეთ დგანან და სწამთ, რომ სწორ საქმეს აკეთებ და იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მათ ზურგს უკან დგანან. კონკრეტული პარტიის კონკრეტულ აქტივისტებს მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით, პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური ძალაუფლების ან სხვა სახის პრეფერენციის მოპვება შეუძლებელია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ipress.ge.