გამ­სა­ხურ­დი­ამ გარ­შე­მო ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა.

თინა კან­დე­ლა­კი ამ­ბობს, რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს რუ­სეთ­ში სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეთ, რაც დიდ “ჰუ­მა­ნი­ტა­რულ როლს შე­ას­რუ­ლებს”. ტე­ლე­წამ­ყვან­მა “რო­სია 24”-ის ეთერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ტალ­ღის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა – მისი თქმით, პირ­ვე­ლად ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა.

“გამ­სა­ხურ­დი­ამ გარ­შე­მო ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა. ეს ბა­ცი­ლა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აფხა­ზეთ­თან და ოსეთ­თან, ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ტე­რო­რის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდგო­მა­რე­ო­ბის დეს­ტა­ბი­ლი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბათ. ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი და არ გა­მოჩ­ნდე­ბა თა­ო­ბა, რო­მელ­საც რუ­სეთ­თან ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა

ექ­ნე­ბა, რო­გო­რიც მე მაქვს, ექ­სცე­სე­ბი და ომე­ბი მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა,” – გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ფაქ­ტზე, რომ ამე­რი­კა ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს “ავერ­ბოვ­კებს”, მათ სწავ­ლი­სა და გრან­ტე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. კან­დე­ლა­კის თქმით, არ არის რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი, “რა ხდე­ბა ამ ახალ­გაზ­რდე­ბის გო­ნე­ბა­ში”.

“თუ სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რუ­სეთ­ში მი­ი­ღონ 

გა­ნათ­ლე­ბა გრან­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა და ეს დიდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ როლს შე­ას­რუ­ლებს”, – გა­ნა­ცხა­და თინა კან­დე­ლაკ­მა.

Ambebi.ge