გაიარეთ ღამის ათი საათის შემდეგ აღმაშენებელზე და ნახავთ, საქართველო ქართველებისაა თუ თურქების.

_ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და პირადად ვლადიმერ პუტინს უკვე არაერთხელ აქვს პოზიცია გაცხადებული ნატოს მიმართ. ამ ადამიანმა პირდაპირ თქვა, ზედმეტი დიპლომატიური კეკლუცობის გარეშე: ჩვენ არ დავუშვებთ ალიანსის ბატონობას ჩვენს საზღვრებთანო. ვინ როგორ გაიგო ეს და რა შეფასებებს აკეთებენ მავანი ცხელტვინიანები, ერთია, მაგრამ ჩვენ მოვლენებს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. რეალობა ისაა, რომ კრემლის პოლიტიკური წონა დღითიდღე იზრდება. ვერანაირი სანქციებითა და სხვა ღონისძიებებით მას ვერ აკავებენ. მოგვწონს ეს თუ არა, ფაქტია და რეალობა ადეკვატურობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას გვახსოვს, 2008 წლის ტრაგედია, რომელიც სწორედ არაადეკვატური პოლიტიკის შედეგი იყო… არაფერს ვამბობ ევრომაიდანზე და იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ვფიქრობ, ჯამშიეს ყველაფერი ჩვენთვის უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ მომავალში იგივე სისულელე არ ჩაიდინოს ხელისუფლებამ და სხვის ინტერესებს, თამაშს არ გადააყოლოს ქვეყანა.

_ თავის დროზე, როცა ნატოს ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას პოლონეთში აპირებდნენ, კრემლის მესვეურები ცალსახად აცხადებდნენ, რომ თუ ეს მოგხდებოდა, მოსკოვი ძალისმიერ მეთოდებზეც იფიქრებდა. ჩვენ შემთხვევაში კონკრეტულად რა საფრთხეები შეიძლება განვიხილოთ?

_ ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირი დარტყმა, სამხედრო მოქმედება და მე უბრალოდ მაინტერესებს, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს. არის მზად ამისთვის დღევანდელი ხელისუფლება?! დარწმუნებული ვარ,როგორც სააკაშვილი გაექცა 2008 წელს პასუხისმგებლობას, ისე მოიქცევიან ესენიც. ამ დროს, იღუპება ახალგაზრდობა, დედები შვილებს კარგავენ, ოჯახები უბედურდება და ამაზე არავინ ფიქრობს…

_ ვთქვათ, მოხდა სასწაული და ერთ მშვენიერ დღეს მიგვიღეს ნატოში. როგორ ფიქრობთ, ხომ არ აღმოვჩნდებით თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პროტექტორატის ქვეშ? ამისთვის უკვე მომზადებულია საფუძველი _ თურქ ინვესტორებს სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი შესყიდული აქვთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სააკაშვილმა თურქეთის 40 ათასამდე მოქალაქეს ქართული პასპორტი მისცა.

_ საერთოდ, სააკაშვილისა და მისი ბანდის მოღვაწეობა, არამხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მანამდეც და მერეც იყო ანტისახელმწიფოებრივი. ამას ისინი გაუცნობიერებლად კი არ აკეთებდნენ, არამედ მიზანმიმართულად და ეს ყველაფერი დღეს გამოიხატება შედეგებში. რაც შეეხება თურქეთსა და მისგან მომავალ საფრთხეებს, ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ, თუ ვიღაც ლამაზ-ლამაზ სიტყვებს გვეუბნება და არ გვბომბავს, აუცილებლად მეგობარია. ასე არ არის. თურქეთს აქვს თავისი ინტერესები, თავისი გეგმა და არც უნდა გვიკვირდეს, რომ რიგ ასპექტებში ის ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოებრივი იდეის არსებობას. ახლა თქვენ პროტექტორატი ახსენეთ დანატოსთვის თურქეთს, რა თქმა უნდა, აქვს ერთგვარი არბიტრის დანიშნულებაც კავკასიის რეგიონში. ის აქ უნდა იყოს რუსეთის საპირწონე ძალა და, როცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს, დასავლურ ცივილიზაციას, იმავე დასავლეთის გადმოსახედიდან ამის შანსი საქართველოს აქვს თურქეთის გავლით. თქვა კიდევაც ამას წინათ აბდულ გიულიმ თბილისში ვიზიტისას, _ ჩვენ ვართ თქვენთვის ფანჯარა ევროპისკენო. ის არ გულისხმობდა მარტო გეოგრაფიულ მოცემულობას, პირველ რიგში, გულისხმობდა პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ვექტორს. ასე რომ, თურქეთთან დაახლოება და მისი გავლენის არეალში მოხვედრა ჩვენი ევროპული არჩევანის განუყოფელი ნაწილია, სხვა დანარჩენი კი ამ პროცესის თანმდევი მოვლენებია, იმავე თურქეთის მოქალაქეებისთვის ქართული პასპორტების დარიგება, ინვესტორების შემოყვანა და ა. შ.

_ თურქეთის ინტერესები გასაგებია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რა პრინციპით ხელმძღვანელობს, როცა ამ ყველაფერს ყოველგვარი კორექტირების გარეშე მიჰყვება. ბოლო ოცი წელია, ერთი და იგივე რიტორიკა გვესმის: თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია. ისტორიის გაყალბების მცდელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, რა ამოცანა იმალება ამ პროცესების მიღმა?

_ არანაირი ამოცანა და დიადი მიზნები.ბოლო ოცი წელია, ხელისუფლებაში მოდის მერკანტილური მისწრაფებებით შეპყრობილი ხალხი, რომელსაც არავითარი ზნეობა და მორალი არ გააჩნია. სწორედ ასეთებს ეხსნებათ გარე ძალებისგან გზა მმართველობის სათავისკენ და გასაგებია, რატომაც, _ იმიტომ რომ ასეთი ადამიანების მართვა და გამოყენება იოლია. ახლა თურქეთის ინტერესს რაც შეეხება: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის წამოვა იარაღით. ჯერ ერთი, მას ეს არ სჭირდება, ვინაიდან ეკონომიკურად, უკვე დიდი ხანია, დაპყრობილი ვყავართ და მეორე, თქვენი თქმისა არ იყოს, ბოლო ოცწლიანმა პროპაგანდამ, რომ თურმე თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარია, ხალხი ლამის დააჩლუნგოს და გამოადებილოს. გასაგებია, ხელისუფლება ვერ დაიწყებს იმაზე საუბარს, რას გვიკეთებდა ეს ქვეყანა წარსულში, მაგრამ სახელმწიფოს ხომ უნდა ჰქონდეს გარკვეული იდეოლოგია?! აგერ სომხებს შეხედეთ, რას შვებიან. თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც სომხებმა გაუკეთეს და დღემდე ითხოვენ გენოციდის აღიარებას. აი, ესაა ისტორიული მეხსიერება, ესაა სახელმწიფოს განვითარების საფუძველთა საფუძველი, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ვერ გვეღირსა ამ პრინციპების მქონე ხელისუფლება. ეს, ალბათ, ჩვენი ბრალიცაა ნაწილობრივ და ოდესმე უნდა მიხვდეს ქართველი კაცი ამასაც. თუ არადა, დღეს რასაც ვხედავთ, ეს სრული მარაზმია, ყველა ნაძირალას და ნამუსგარეცხილს გზა ხსნილი აქვს სათავეებისკენ.

_ თავის დროზე, როცა სააკაშვილმა თურქეთის მოქალაქეებს ქართული პასპორტები დაურიგა, განაცხადა, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც უცხო სახელმწიფოში ქართული იდენტობა შეინარჩუნა. მართლაც, მათი უმეტესობა სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას…

_ ქართულ ენას შეიძლება ფლობდეს ჩინელიც და კამბოჯელიც, მაგრამ შენ თუ ასე არიგე მოქალაქეობა, 10-15 წელიწადში ქვეყანა აღარ ექნება. ეს ერთი საკითხი. ახლა მეორე: სააკაშვილის ხელისუფლებამ რამდენჯერ ატეხა განგაში და წივილ-კივილი, _ არიქა, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს პასპორტებს ურიგებსო; ანუ საფრთხეს ხედავდნენ კრემლისგან, რომ მიზეზს მოძებნიდა და შემოვიდოდა. ახლა ვეკითხები ამ ხელისუფლებას: ხვალ-ზეგ თურქეთმა რომ დაიწყოს საუბარი, საქართველო ჩემი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და ამას არ დავუშვებო, ვინ იქნება ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? როგორ და რა მექანიზმებით დაიცავენ სახელმწიფოს აგრესიისგან _ იმ ჯარით, 2008 წელს რომ ბრძოლის ველზე მიატოვეს და ბიჭებს უთხრეს, როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო?!

_ გინდათ, თქვათ, რომ სამხედრო აგრესიის საფრთხეც არსებობს?

_ საფრთხეც არსებობს, მაგრამ მე ამას უფრო სხვა რამეს დავარქმევდი _ ეს გენოციდია. როდესაც უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს შენს ქვეყანაში ყველანაირად ხელს უწყობ და ამ დროს შენს ხალხს არაფრის საშუალება არ აქვს _ არც ბიზნესის გაკეთების, არც სამსახურის შოვნის ან თუნდაც მიწის დამუშავების და საკუთარი შრომით, ოფლის ფასად მშვიდად ცხოვრების, ეს სხვა არაფერია, თუ არა ერის პირდაპირი გენოციდი. ამას აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც ასზე მეტ სახელმწიფოსთან შემოიღო უვიზო მიმოსვლა და თბილისი გაავსო უცხოელი ე. წ. ინვესტორებით; ამასვე აგრძელებს დღეს «ქართული ოცნებაც».

_ თუმცა «ქართულმა ოცნებამ» სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკა ცოტათი გაამკაცრა.

_ ამ შემთხვევაში შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ. შედეგი კი არის ის, რომსაქართველო აღარ ეკუთვნით ქართველებს. გაიარეთ ღამის ათი საათის შემდეგ პლეხანოვზე და ნახავთ, ვისია ეს ქვეყანა _ ჩვენი თუ უცხოელების. არაბებით, ირანელებითა და ერაყელებითაა მთელი გამზირი გადაჭედილი.სწორად გამიგეთ, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მაგრამ ჩემთვის პირველ რიგშია ქართველი. თუ ქართველი მშიერია და სიღატაკეში კვდება, ვერ მივიღებ ვერც ერთი უცხოელის გაჯეჯილებას ჩემს ქვეყანაში. მე ასე ვაზროვნებ და ვთვლი, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს.

_ ბატონო ზვიად, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი?

_ შედეგზე მოგვიანებით გეტყვით ჩემს აზრს. რაც შეეხება მიზანს, საქართველოში ქართველს საკუთარი თავი და ქვეყანა არ უნდა ეკუთვნოდეს, _ აი, ესაა მათი მთავარი ამოცანა. ახლა ლიბერალებს აქვთ ასეთი ცინიკური ფრაზა: «პატრიოტები იძახიან, ქართველობას გვართმევენო», ანუ ამ ფრაზასაც ამარგინალებენ, რომ ეს ხმამაღლა არ თქვა და ჩუმად ილაპარაკო შენთვის, მაგრამ, რაც ხდება, ხომ ფაქტია?! 25 წელია, სახელმწიფო თავისუფალია და ეს არის ფსევდოთავისუფლება, არაფერზე დაფუძნებული და დამყარებული დამოუკიდებლობა.

…დღესდღეობით კოლაბორაციონიზმი არის ნორმად ქცეული, ყველა ადამიანი, თუ მას სურს სახელმწიფო მოხელე გახდეს, არ უნდა იყოს პრინციპული, არ უნდა გააჩნდეს მოქალაქეობრივი დამოკიდებულება, სამშობლოს სიყვარული და ა. შ. ის დამოკიდებულია საბანკო კრედიტებზე, გამოტანილ განვადებებზე და ათასგვარი ფინანსური პრობლემები აქვს. ასეთი მოქალაქე მსჯელობს: მე რომ ხმა ამოვიღო, ამით რას ეშველება? და სადაც ყველა, იქაც მე. ამასობაში ქვეყანა ინგრევა.

_ დასაწყისში რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ვსაუბრობდით, გასულ კვირას ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა: «ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, შესაძლოა, რუსეთთან გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები გადაიხედოს»-ო. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ეს განცხადება?

_ არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი პეტრიაშვილი. მაგ განცხადებაში ორაზროვანი ქვეტექსტია და თვითონ უნდა განმარტოს, რას ნიშნავს სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო გადახედვა. მე ერთი ვიცი: ესენი ნატოსა და ევროკავშირს გადააყოლებენ ყველაფერს _ ხალხსაც, ქვეყანასაც და ერთმანეთსაც. ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში და კიდევ ვიმეორებ: ნატო, როგორც ბლოკი, არის პოლიტიკური კრიმინალების ბლოკი, ხოლო ევროკავშირს რაც შეეხება, ბალტიისპირეთია ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაგვემართოს ამ ორგანიზაციასთან დაახლოების შედეგად.

_ რას გულისხმობთ?

_ ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რა მდგომარეობაშია დღეს ლატვია. რიგა _ ქალაქი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს თითით საჩვენებელი იყო და იქ საქორწინო მოგზაურობებს იწყობდა ხალხი, დღეს გაუკაცრიელებულია.წარმოიდგინეთ, ქუჩებში ადამიანების ისეთი ნაკლებობაა, ასფალტზე ბალახიც კი ამოვიდა. მოსახლეობა გაიკრიფა ევროპის ქვეყნებში, რომ რაღაც ორი კაპიკი იშოვოს და შიმშილით სული არ აღმოხდეს. სოფლის მეურნეობა, მრეწველობა საერთოდ არ არსებობს, ჩაკვდა ყველაფერი. ქვეყანა ეკონომიკურად გაყინულია და არიან ასე _ სხვისი ხელის შემყურენი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უარესი გველის ჩვენც, როცა მავანთა გეგმები განხორციელდება და ასე ბრმად მოგვაწერინებენ ხელს იმ ასოცირების ხელშეკრულებაზე. სამწუხაროდ, უკვე ბევრი რამ გვიანია, საქართველოს თავი გაყოფილი აქვს ძალიან დიდ პრობლემებში და ამის შედეგებს ახლო მომავალში დავინახავთ.

_ გამოსავალს რაში ხედავთ?

_ გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური სპექტრის, განსაკუთრებით ელიტის, ძირეულმა ცვლილებამ, ქვეყნის საგარეო ორიენტირების გადაფასებამ და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გარდაქმნამ, შესაძლოა, კარდინალურად განსხვავებული ვითარება მოგვცეს, მაგრამ ამას, უწინარესად, საზოგადოების ნება, მისი ადექვატური მოქმედება სჭირდება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რამდენად ვიქნებით მზად ამისთვის. ასე რომ, ვნახოთ, როგორ და რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
Geworld.ge.
 

კომენტარები ფეისბუქიდან