ბიძინა ივანიშვილს_ მილიარდები რომ არ ჰქონდეს, ხელსაც არავინ ჩამოართმევდა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ ნაწილიდან, რომელიც დღეს ფეხქვეშ ეგება.

მხოლოდ ინტელიგენცია, თუნდაც შემოქმედებითი, არ არის საქართველო.

ინტელიგენტი _ მდიდარი შინაგანი კულტურისა და დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ადამიანი. ასე განმარტავს ამ ლათინურ სიტყვას ლექსიკონი და შესაბამისად ინტელიგენცია ასეთი ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს ეწოდება. აქედან გამომდინარე, არის კი ივანიშვილის უპირობოდ მხარდამჭერი ინტელიგენცია დამოუკიდებელი აზროვნების მქონე? _ ისინი ხომ ნებისმიერს და ადანაშაულებენ ყველა ამ ქვეყნიურ ცოდვაში, ოღონდ არამც და არამც _ ბიძინას.

რატომ?

იმიტომ, რომ ფულზე გაიყიდა ქართველი ინტელიგენციის უმეტესი, ანუ ერის “გონიერი” ნაწილი, რომლისგანაც ჩამოყალიბდა ივანიშვილის პროფესიონალ მეხოტბეთა კასტა, გნებავთ _ სექტა, რომელიც ვეღარაფერს ხედავს და არაფერი ესმის.

_ მხოლოდ ინტელიგენცია არ ხართ საქართველო.

უფრო მეტიც _ უწინარესად, სწორედ ის ხალხია საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში გიკრავდათ ტაშს სცენაზე თუ ეკრანზე განსახიერებული ზნეობრივი როლების გამო და, თუ განსახიერებული გმირებივით დიდი ქართველები ვერ ხართ ცხოვრებაში, ხმა მაინც ამოიღეთ იმ ხალხის უკიდურესი გაჭირვების გამო,რომელთა  აღიარება–აპლოდისმენტებმა გაქციათ სახალხო არტისტებად, პოეტებად თუ მწერლებად.

მართალია, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ცუდ დღეში ჩავარდა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია, მაგრამ მათ უმრავლესობას ისე არ გასჭირვებია, რომ პურის ფული ჰქონოდა სანატრელი, რადგან “ქონი” საკმაოდ დაიგროვეს კომუნისტურ საქართველოში. და საკვირველი სწორედ ის არის, რომ, პირველ რიგში, ის ადამიანები და მათი შვილები ლანძღავენ კომუნისტურ რეჟიმს, რომლებიც ამ რეჟიმის პრივილეგიებით სარგებლობდნენ…

საზოგადოებას შევახსენებ ბუბაკიკაბიძის მაგალითს _ “მიმინოს” ისე “უჭირდა”, რომ ივანიშვილის მიერ დანიშნულ ყოველთვიურ 5000 ლარს წლების განმავლობაში არ იღებდა, მაგრამ, როდესაც ივანიშვილის “ქართუ ბანკის” გადასარჩენად რიგითი ქართველები ბოლო 5-10 ლარით ანგარიშებს ხსნიდნენ, “უკანასკნელი მეფაიტონე” უნამუსოდ მიადგა “ქართუ ბანკს” და უზარმაზარი თანხა გამოიტანა _ ეს ფაქტი იმის დასტურად, რომ ინტელიგენციის უმრავლესობას არანაირი დახმარება არ სჭირდებოდა.

და მეორე, ოღონდ საპირისპირო მაგალითი _ რატომ ვერ მოხვდა ივანიშვილის სტიპენდიანტთა შორისგოდერძი ჩოხელი, რომელსაც მართლაც უკიდურეს გაჭირვებაში ამოხდა სული _ რა, სხვებზე ნაკლები მწერალი იყო თუ ინტელიგენტი?!

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის სტიპედიანტთა სია (ოსკარში ნდლერის სიასთან პარალელი ქვემოთ დამჭირდება) ერთობ საინტერესოა _ პენსიისა თუ სტიპენდიის ქვედა მინიმალური ზღვარი თვეში 200 ლარია, ხოლო  ბუბა კიკაბიძესავით “განსაკუთრებული დამსახურების” მქონე ინტელიგენტებისთვის, როგორც ვნახეთ, 5000 ლარსაც ურტყამდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ “ხუთიათასიანთა ”რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი იყო.

ვის რა კრიტერიუმით ეძლეოდა 200 ლარი და ვის _ 500, 1000 და ა.შ., თვითონ ივანიშვილმა იცის, მაგრამ ეს საზოგადოებას არ აინტერესებს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა ფული არა მხოლოდ მისია, არამედ მართლაც არავისი საქმე არ არის, ვის კეთილ განწყობილ დუმილს თუ ოსანას გალობას რამდენ ლარად აფასებს ივანიშვილი.

ამიტომ რამდენიმე კითხვით მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილის ბაგაზე დაბმულ და ამის გამო ყურებში ბამბაგაჩრილ, ენაგადაყლაპულ და თვალზე ლიბრგადაკრულ ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციას:

* რა ღირდა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო დუმილი? ხომ მთელმა დუნიამ იცის, რომ ივანიშვილის მიერ  გამომიიღო “ქართულმა ოცნებამ”  კანონი, რომელსაც ქვეყნის დამღუპველია.

* რა ღირდა ქართველთმოძულე რესპუბლიკელებისთვის პრაქტიკულად მთელი ხელისუფლების ჩაბარებაზე დუმილი?

* რა ღირდა დავით ნარმანიას თბილისის მერად, ხოლო ლიბერასტი გიორგი მარგველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად წამოსკუპებაზე დუმილი?

* რა ღირდა საყდრისის აფეთქებაზე დუმილი?

* რა ღირდა სახალხო დამცველად თხემით ტერფამდე ეშმაკის დანიშვნაზე დუმილი, რომელიც ყველას და ყველაფერს იცავს, გარდა ქართველი კაცის უფლებებისა?

* ან რა ღირს დუმილი განათლების მინისტრად კიდევ ერთი სატანის დანიშვნაზე, რომელმაც უმდიდრესი ქართული ფოლკლორის განქიქება-დამცრობის კამპანია წამოიწყო?

* აღარაფერს ვამბობ ყბადაღებულ კოაბიტაციაზე, რადგან ახლა მისი გაგრძელების მოწმენი ვართ გიგიუგულავას გათავისუფლებაზე დუმილით და რა ეღირება ვანო მერებიშვილისა და ძმები ახალაიების გათავისუფლებაზე დუმილი?

რა ღირს და რა ღირდას ჩამოთვლას კარგა ხანს ვერ მოვრჩები, ამიტომ კიდევ ერთ რა ღირდას ვიტყვი და ამით დავასრულებ წერილის ამ მონაკვეთს.

 ბატონი ივანიშვილი, რომელმაც, რომ იტყვიან, თავი მოიქაჩლა, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის ყველა კუთხეში ფეხდაფეხ დასდევდა “ქართული ოცნების” ძველ თუ ახალ უსახურ სახეებს, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა და შეძლო კიდეც ბუდარიხა ჩუგოშვილის მსგავსი ადამიანებით პარლამენტის დაკომპლექტება, რადგან ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაიყიდა _ ამჯერად ჭორვილელი მილიარდერის ფოჩიან კანფეტებზე.

ჰოდა, სად ბრძანდება შემოქმედებითი ინტელიგენციის მამა–მარჩენალი? რომ ლარმა გაუფასურების ყველა რეკორდი მოხსნა და შედეგად ყველაფერი გაძვირდა?

დღეს სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარდაცვალებიდან 5 წლისთავს უნდა “ვგლოვობდეთ” და, როგორ მოხდა, რომ ორ ნაწილად დაშლილ-გაშლილი მიშნაცები ერთიანად გვიტევენ? აშშ–ისელჩით დაწყებული, მარსელებით დამთავრებული _ ყველა ყველაფერშია დამნაშავე 
ბიძინას გარდა? მაგრამ მან ხომ ქვეყანა იხსნა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისგან და ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვემადლიერებოდეთ.

მართლაც, რას ვერჩით? “მაყუთი” აქვს და უნდა მაგნოლიებით გაერთობა და უნდა _ პინგვინებით, მაგრამ…

როდესაც ქვეყნის გადამრჩენისა და სამების ამშენებლის ტიტულზე გაქვს პრეტენზია, ასწლოვანი ხეების გადარგვა-გადმორგვით არ უნდა გააღიზიანო საზოგადოების დიდი ნაწილი.

რა გააკეთა ბიძინამ უბრალო ხალხისთვის?

ანალოგიურის თქმა შეიძლება ივანიშვილის მიერ ქობულეთში აშენებულ საკონცერტო დარბაზზეც, რომელიც საჩუქრად გადაუცია ბიძინას სახელმწიფოსთვის.  ეკონცერტება მას,ვისთვისაც  ლუკმაპურისთვის ბრძოლა ყოველდღიური საქმიანობაა?

უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა უნდა იყოს. მას, სულ ცოტა, არ უნდა შიოდეს და სციოდეს. არადა, ეს სულაც არ არის შეუძლებელი, ამას კი ხელისუფლების ნება სჭირდება და მეტი არაფერი, მაგრამ რატომ არ აკეთებს ამას ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი.

ისე, არც ბიძინა ივანიშვილია დიდი ვინმე _ მილიარდები რომ არ ჰქონდეს, ხელსაც არავინ ჩამოართმევდა ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ ნაწილიდან, რომელიც დღეს ფეხქვეშ ეგება.

დავით მხეიძე.
Geworld.ge.