მეუფე სპირიდონის ქადაგება: რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. „თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია… 

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. „თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია… ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა იქით მიუშვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის „ცოდვილი“ პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგე:

„ამასწინათ იყო ტელევიზორში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და საერთოდ ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობა ესეც… რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ღმერთმა აპატიოს მას, მაგრამ მე გეტყვით თქვენ – ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების. თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია, რომ ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა იქით მიუშვებს. რატომ ათქმევინა, რატომ იმ ადამიანს დაუშვა, რომ ეს ეთქვა, იმიტომ რომ შენ გარბიხარ, გინდა თუ არა პიდარასტების მხარეს უნდა ვიყოო, გინდა თუ არა ეროვნული ბოზები უნდა იყვნენ ჩვენ ქვეყანაში და გინდა თუ არა ეროვნული პიდარასტები უნდა იყვნენ ჩვენ ქვეყანაშიო და იმას, ვისთანაც შენ შეკრული ხარ იძახიან, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ჰომოსექსუალიზმი, რომ ეს თითქოს არის მათი ფუნდამენტალური მოთხოვნა და საქართველო უნდა გახდეს გარყვნილების და ჰომოსექსუალიზმის… რაც ხდება ახლა ბათუმში [იგულისმხება კონფერენცია – საქართველოს ევროპული გზა, რომელიც გუშინ დასრულდა – ავტორი], პირდაპირ არის ამის დემონსტრირება.
სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ამტკიცებს, რომ ნატო და ევროკავშირი არის ქვეყნები, რომლებიც გათახსირებას აკანონებენ.
ეპისკოპოსმა სპირიდონმა ასევე არაერთხელ ახსენა მათრახი და მათრახით დასჯა:

„უფალი ამას არ დაუშვებს და უფალი გამოგაფხიზლებს. მათრახს დაგარტყამს. შენი შვილი კლდეზე გადასავარდნად რომ გარბოდეს, ერთხელ უთხრა, ორჯერ და მაინც თავისას აკეთებს, დაიჭერ იმას და ურტყამ ხომ, მათრახს დაარტყამ, რომ არ გადავარდეს კლდეზე. ასე არ არის? ამიტომ ჩვენი ხალხი და ხელისუფლება გინდა თუ არა პიდარასტების ბანაკში უნდა შევიდესო, არ გაუშვებს დედა ღვთისმშობელი, მათრახს დაგარტყამს და ისეთ ძალას მოიყვანს, რომელიც აღგიკვეთავს იგივე გზას, რომ გადაგარჩინოს“.

ეპისკოპოსმა თავისი ქადაგებაში დასავლეთისა და რუსეთის განსხვავებულობაზე საუბრისას თქვა პირდაპირი ტყუილიც, თითქოს დასავლეთის ქვეყანაში ინცესტი [სისხლით ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობა] დაკანონებულია. თავისი გამოსვლის დასასრულს კი ღმერთს პუტინის შენდობა კიდევ ერთხელ სთხოვა:

„ღმერთმა აპატიოს მის განმცხადებელს [იგულისხმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პუტინის ბოლო განცხადება – ავტორი], მაგრამ რატომ ამბობს ამას, იმიტომ ამბობს, რომ ჩვენი ცოდვების გამო. რა ხდება – ორი სისტემა ებრძვის ერთმანეთს. ერთია დასავლური სისტემა, მეორე აღმოსავლური, რუსული სისტემა. ერთი სისტემა აკანონებს გათახსირებას, უბედურებას, ერთსქესიანთა ქორწინებას… მეორე სისტემა ამას ეწინააღმდეგება. ერთი სისტემა ზნეობას ეწინააღმდეგება, მეორე შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ის კანონმდებლობის დონეზე დაიცვას…

დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს – ნატოში და ევროპაში. უფალი ნახე რას ამბობს, იმის ნუკი გეშინია, ვინც შენს ხორცს კლავსო, იმის გეშინოდეს, ვინც შენ სულს კლავსო, ცოდვის გეშინოდესო. ანუ ტანკების, ოკუპაციის და ჯარის ნუ კი გეშინია, გეშინოდეს იმის, ვინც შენ სულიერად გკლავს – გაგრყვნის, გაგათახსირებს…

უფალი ასე ამბობს, შენ თუ ნებით აირჩევ გათახსირებას და ცოდვას, მაშინ მე მათრახს გადაგიჭერო და ეს მათრახი იქნება ჩრდილოეთის მათრახი.

ოკუპანტი… ოკუპანტი… ესეთი ამოკვიატება ქვეყნის, ისტერიული და ვაკხანალიური გინება რუსეთისკენ, ეს მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მის წინააღმდეგ…

ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, რუსეთს ჰქვია ღვთისმშობლის სახლი და არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთთან ცუდად ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ“.
Netgazeti.
დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს, ამაშია საქმე. ის “ნატო” და ევროკავშირი , ეს არის ქვეყნების ალიანსი, რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. თუ კი ტერიტორიაზეა საუბარი, თუ ოკუპანტს ვეძახით მას ვინც ტერიტორიები წაგვართვა, ორჯერ მეტი აქვს წაღებული, რატომ იმას არ ეძახი? ე.ი შენ არ გაინტერესებს ეს. შენი მიზანი სხვა არის. იგივე არ არის, აგერ ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავით გარეჯს. შემოდიან და უნდათ რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა. თუ შენ იძახი რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ დედა ეკლესიაში…”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა, რომლის ვიდეო ჩანაწერს “კურიერი” ავრცელებს. ipress.

კომენტარები ფეისბუქიდან