ლეონიდ სლუცკი – საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ურთიერთობები აღდგება, მაგრამ ნაკლლებად სავარაუდოა, რომ ეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდეს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ისედაც რთულია, სიტუაციის დამძიმება არ ღირს“, – განაცხადა სლუცკიმ.
1tv.ge.