დღისით თბილისში 34 გრადუსამდე დაცხება
თბილისში პარასკევს, 13 ივლისს სიცხე და უპირატესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.
ღამით ჰაერის ტემპერტატურა +24 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით სიცხე +34 გრადუსს მიაღწევს.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროდადრო კი 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.
მზე თბილისში 05:37 საათზე ამოვა და 20:35 საათზე ჩავა.
13 – 15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.