“ენ დი აი”-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი მოქალაქეებს მიმართავს სასწრაფოდ ჩაიტარონ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე, როგორც ტორნტონი წერს, ამის მიზეზია უხარისხო ბენზინის გამონაბოლქვი.
“მეგობრებო საქართველოში, აიღეთ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ჩემი გაცილებით მაღალია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, სხვების სერიოზულად საშიშ დონეზეა”- ამბობს ლორა თორნტონი.
მისი ვარაუდით, მათი ტყვიით მოწამვლის პრობლემა უხარისხო ბენზინის ბრალია, რომლის მსგავსსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს, ძირითადად აფრიკაში.
“მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ. იმედი მაქვს, ეს სასწრაფოდ მოხდება, რადგან ეს ისეთი კრიზისია, რომელზე რეაგირებაც აქამდე იყო საჭირო და ყოველი დღე უფრო დიდი რისკის მატარებელია” – წერს ლორა თორნტონი და დასძენს, რომ ამ მიმართულებით ექსპერტიზა არ აქვს, უბრალოდ შეშფოთებული დედაა, რომელიც გიზიარებთ თავის ამბავს.
http://marshalpress.ge