აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ამის შესახებ Haqqin.az იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს ელჩის დაბარება უწყებაში დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
“საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ დაარღვია ჩვენი ქვეყნის საზღვარი და სასაზღვრო პოლიციას თავს დაესხა. ამასთან, დაკავშირებით მას ვთხოვეთ, რომ სიტუაცია განემარტა. სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ამ ინციდენტს განვიხილავთ, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციას. ჩვენ ქართულ მხარეს ვთხოვეთ ინციდენტის გამოძიება, შესაბამისი ზომების მიღება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
expresnevs.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი