ბატონო რომან, გიყურებდით და საკუთარ თავს და ჩემ თაობას ვტიროდი – თეა წულუკიანის პასუხი რომან გოცირიძეს (ვიდეო)

მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, კერძოდ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კითხვებს პასუხობენ. რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართა კითხვით, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მისი მინისტრობის პერიოდში 5 მთავარი პროკურორი დანიშნა, რომლებიც 1 წელზე მეტხანს არ იყვნენ თანამდებობაზე და სკანდალებით მიდიოდნენ, რაზეც თეა წულუკიანმა გოცირიძეს მისი ყოფილი თანამდებობა შეახსენა, როდესაც ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. წულუკიანმა გოცირიძეს განუცხადა, რომ მისი დანახვისას ტელევიზიით საკუთარ თავს და მის თაობას ტიროდა იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იყო.