თავისუფალი საქართველო“: სასაცილოა როცა სტრასბუგის სასამართლოს უნდობლობას ე.წ. „პროდასავლურები“ უცხადებენ.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მოსაზრებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ სტრასბუგის სასამართლომ გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის გავლენით მიიღო:

 

„სასაცილოა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავს „პროდასავლურ ლიდერებად აცხადებენ“ იმის მოსმენა, რომ სტრასბუგის სასამართლო პუტინმა მოისყიდა. ეს ის ხალხია, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მთავარ არგუმენტად იყენებს, როცა საქმე ლგბტ თემის ან სხვა უმცირესობების ინტერესებს შეეხება, ხოლო როცა სახეზე გვაქვს მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება – მზად არიან ევროპული ინსტიტუტები პუტინის მონებად გამოაცხადონ.

 

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ე.წ. „პროდასავლურები“: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, გიგა ბოკერია, ბერძენიშვილები და ა.შ. – სინამდვილეში ჩვეულებრივი ჰომოსოვეტიკუსები არიან და ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირის“ ერაში იმყოფიებიან“.
fregeorgia.

კომენტარები ფეისბუქიდან