სერგეი ლავროვი: ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული ტელეარხი ყოფილიყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 
კერძოდ, კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი ყოფილიყო, ლავროვმა უპასუხა:” ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული არხი ყოფილიყო”.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ავრცელებს.
info9.ge.
კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება დროებით ხასიათს ატარებს 0

By kvira on 19/07/2019 13:30პოლიტიკა, სლაიდერი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეჩერება „დროებით ხასიათს ატარებს“.
როგორც კარასინმა „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აკრძალვის მოხსნის პირობა მკაფიოდ არის განსაზღვრული.
„მისი მოხსნის პირობა მკაფიოდ არის განსაზღვრული: საქართველოში ვითარების დასტაბილურება, რუსოფობური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეებისთვის რაიმე სახის საფრთხის არიდების უზრუნველყოფა“,-განაცხადა კარასინმა.
მისივე თქმით, „გვსურს გვჯეროდეს, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს. თავის მხრივ, რუსეთი კვლავინდებურად არის მზად ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნების და ხალხის ინტერესებს სრულებით პასუხობს“.
kvira.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან