,,სოციალური დახმარების სისტემას გადავხდოთ თუ არა? ცოტა უხერხული 40-50 წლის ჯანიანი ადამიანი წლების მანძილზე არის სოციალური დახმარების სისტემაში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.
საპარლამენტო უმრაველსობის წევრი გუგლი მაღრაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს, დავით სერგეენკოს სოციალური დახმარების სისტემის გადახედვას სთხოვს.
-კი, მესმის სამუშაო ადგილები და სხვა, მაგრამ ხომ არ მოვიფიქროთ რაღაც ისეთი სისტემა, შესთავაზე, განათლება, პროფესიული გადამზადება, რომ ის ადამიანი იყოს ჩართული შრომაში და არ იღებდეს სოციალურ დახმარებას, ფაქტიურად შეუძლია მუშაობა… ეს სამომავლოდ ცუდი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ასე ძალიან არასასიამოვნო შედეგებზე მივდივართ, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.