“ბიძინა ივანიშვილის წამზომი ჩართულია”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, “ევროსასამართლომ უბრალოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რა უბედურებაც ივანიშვილმა ე.წ. ქართულ სასამართლოში ჩაიდინა”. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“ჩემი აზრით, აქ ევროპაზე აქცენტი საერთოდ ზედმეტია, რადგან უბრალოდ, ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა ივანიშვილმა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე.წ. ქართულ სასამართლოში. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე, ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცვლება […] ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როცა ივანიშვილი მოშორდება საქარველოს, რომელზეც ჩაბღაუჭებულია, ძალიან მალე დადგეს. მე გპირდებით, ეს მომენტი დადგება ძალიან, ძალიან მალე. დღე და ღამე ვმუშაობ ამაზე, ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა ადამიანია ამ საქმეში ჩართული და ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია. ჩვენთვის მთავარია, ახლა ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და სწრაფი. მისი წამზომი ჩართულია და დარწმუნებული ვარ, რომ ქარველი ხალხის გამარჯვებას საერთოდ არ აქვს ალტერნატივა და „რუსთავი 2“ იქნება თავისუფალი, მანამდე კი ვაგრძელებთ ბრძოლას,“ – განაცხადა ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა.

სააკაშვილმა “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა:

„მინდა, „რუსთავი 2“-ის კოლექტივს დიდი მადლობა ვუთხრა, რომ იბრძვით, არსებობთ და ასეთი მაგრები ხართ. მიუხედავად შეხედულებებისა, მთელი საქართველო ვალშია თქვენთან. მეორე, ზუსტად ვიცი, რომ ოლიგარქი  ფიზიკურად ვერ გაგაქრობთდა, ვერ მოგისყიდით, ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას. დარწმუნებული ვარ, იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდით. ხალხს თქვენ ისე სჭირდებით, როგორც არასდროს”.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება “რუსთავის 2”-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.

http://accentnews.ge