“ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით. დამთავრებულია, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი“,- განაცხადა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა
ჟურნალისტების კითხვაზე საიდან ჰქონდა მას ქიბარ ხალვაშისთვის ნასესხები თანხ, აოქრუაშვილმა ასე უპასუხა “ბებიათქვენმა დამიტოვა მემკვიდრეობით”.
ასევე შეკითხვზე რომლის თანახმადაც პაატა სალია დაინტერესდა, როგორ იშოვა მინისტრობის დროს მილიონები, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა :
„პაატა სალია როდესაც გახდება პროკურორი ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ ილაპარაკოს ამაზე. თავის კლიენტს უთხრას, მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზამ გააკეთოს დასკვნა“. – თქვა ოქრუაშვილმა.