ირინა სარიშვილი ფეისბუქზე რუსთავი 2 თან დაკავშირებით წერს :
“რუსთავი 2 აპარატზე მიერთებული მუშაობს და კიდევ უფრო მეტი ძალით უტევს ხელისუფლებას.
რა უნდა ვქნათ თუ (როცა) მას აპარატიდან გამორთავენ?
ზედმეტი მოთქმის გარეშე უნდა გადავფურცლოთ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს გვერდი და ახალი ცხოვრება დავიწყოთ.
სახელი თავისთავად არაფერს ნიშნავს და ამის დამადასტურებელი ისეთი არაჩვეულებრივი სიტყვებია როგორიცაა იმედი, ოცნება, რომლის დარქმევამ ვერაფერი უშველა ამ სახელის მფლობელებს – პირიქით, ისინი ამ სახელების საწინააღმდეგო განცდას იწვევენ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში.
რუსთავი 2 – ეს სახელი სულ თავიდან არაფერს ნიშნავდა, არანაირი ეფექტი ამ სიტყვებში არ იდო და ამ სახელისთვის იმ ძალის შეძენა, რომელიც მას ჰქონდა, კონკრეტულმა ადამიანებმა მოახერხეს.
უდიდესი შეცდომაა ლოგოებზე, სახელებზე და შენობებზე მომავლის აგება. ერთიც, მეორეც და მესამეც საქმის მკეთებლისგან გამომდინარეობს და ამიტომ რა დაერქმევა, სად განლაგდება, რა ლოგო ექნება და რამდენი იქნება თავისუფლების ახალი მედია–კერა, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.
რაც გადასაფურცლია, უნდა გადაიფურცლოს და ახალი უნდა დაიწყოს – მთავარი არა სიმბოლოებია, არამედ ადამიანები, რომლებიც ამ სიმბოლოებს ქმნიან!
ყველაფერი კაგად იქნება თუ ჩვენ ვიქნებით და ვიქნებით ერთად!”- წერს სარიშვილი.
ავტორი: გურიის მოამბე