მოსალოდნელი შტორმის გამო, შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს შავ ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო ბანაობისგან თავი შეიკავონ.

„დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.