გილოცავთ, დღეიდან საქართველოს მთავრობამ ახალი-ძველი სახეებით ლეგიტიმაცია მოიპოვა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

სამთავრობო პროგრამას და გუნდს ნდობა 101 -მა დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგ კი, ხმა -12მა მისცა.

გუნდში სამი ახალი მინისტრია – ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობურია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი –  ლევან დავითაშვილი; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

სტრუქტურული ცვლილების შედეგად, 14 სამინისტროს ნავლად 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩა.