საბრალო ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება ზარდიაშვილისნაირი სპიკერები . ეკა ბესელია უერთდება მოთხოვნას და აცხადებს, რომ  შინაგან საქმეთა მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს.

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც ორგანიზატორის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ეკა ბესელია უერთდება მოთხოვნას და აცხადებს, რომ  შინაგან საქმეთა მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს.

“ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს დავაყენებ ეთიკის საბჭოში, რომ მას დაატოვებინონ საერთოდ პარლამენტის მანდატი”,-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს.

“საბრალო ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება ზარდიაშვილისნაირი სპიკერები და ის, რომ დღეს ზარდიაშვილი, რომელიც კაკო ბობოხიძემ ყველაზე უკეთ დაახასიათა პლენარულ სხდომაზე და მას მე პირველად დავეთანხმე აბსოლუტურად, რა როლის შემსრულებელი იყო ის ადეიშვილის კარზე და რისი მატარებელი გახლდათ ეს არარაობაა, ეს უთხრა პირდაპირ ბობოხიძემ და ხმა ვერ ამოიღო ამ მხდალმა, ამ ლაჩარმა ადამიანმა. გაფრთხილებას ვაკეთებ ახლა ძალიან მკაფიოდ. ამ არარაობას ახლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფრად არ ვთლი, ამას რომ არ ვაპატიებ, ეს თავისთავად ცხადია.

მის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს დავაყენებ ეთიკის საბჭოში, რომ მას დაატოვებინონ საერთოდ პარლამენტის მანდატი, რომელიც მოიპოვა ჩინჩალაძის წყალობით და მისი შუამავლობით ჩაასმევინა „ქართულ ოცნებას“ თავი.

ამას აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს და მასაც მოვთხოვ პასუხს, რა თქმა უნდა, ისე, რომ მასთან არავითარ პოლემიკაში არ შევალ, იმიტომ, რომ აი, ამაზე უფრო დაბლა ადამიანი ფსკერი არ არსებობს და მინდა, ივანიშვილი გავაფრთხილო, თუ ასეთ არარაობებს კვლავ გამოიყვანს სპიკერად აი, ასეთი სიბინძურეების სალაპარაკოდ, ძალიან მკაცრი იქნება და ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება ჩემი პასუხები. აი, აქ დავსვამ მე ახლა წერტილს და მემგონი, გასაგებად ვლაპარაკობ,“- განაცხადა ბესელიამ.
ipress.ge.
2019 წლის 18 ივლისს ევროსასამართლომ “ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ” (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე) საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თქვა, „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებამ არ გამოიძია საქმე და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. რის გამო საქართველოს სახელმწიფოს  ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

“აიპრესი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავასსაჩივარზე, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ეკა ბესელია.

“ეს იყო ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება, რაც კი არსებობს იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს ააშკარავებს. ვაზაგაშვილის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული. ჯერ ზურა როგორ  ჩაცხრილეს, მერე როგორ ააფეთქეს იურა ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, ეს იყო უმძიმესი ისტორია.

მე მახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაზარალებულადაც კი არ სცნეს ოჯახი. მაშინ მინდია უგრეხელიძე ( ევროპულ სასამართლოში ჩვენი პირველი ქართველ მოსამართლე, მართლაც თანამედროვეობის ყველაზე დიდი იურისტი ვინც კი გვყავს ქართველებს) ჩამოვიდა საქართველოში სტრასბურგის სასამართლოდან, იმიტომ რომ სასამართლო არ არსებობდა ქვეყანაში, მან შექმნა ახალი სახალხო ტრიბუნა. გახსნა ახალი სივრცე ამ დახშული  პოლიტიკური რეჟიმის დროს და დავიწყეთ სახალხო სასამართლო – „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. ეს ახალი პროექტი მინდია უგრეხელიძის საავტორო პროექტი და დამსახურება  იყო.

პირველი რაც განიხილა სახალხო სასამართლომ მისი მოსამართლეობით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე იყო. იურა ვაზაგაშვილი მაშინ ცოცხალი იყო და ამ პროცესზე გამოვიდა, მე და გელა ნიკოლეიშვილი ვმონაწილეობდით. მე ვიცავდი ზურაბ ვაზაგაშვილის ინტერესებს და ბრალდებას ვუჭერდი მხარს. ეს დაახლოებით 2006 წელია. ახალი ჩაცხრილული იყო ზურა, როცა ოჯახი ვერ ახერხებდა  დაზარალებულის სტატუსი მაინც მიეღო, საქმის მასალებს ვერ ეცნობოდა. ეს საქმე არის პოლიტიკური ანატომია რა სისასტიკეს ჰქონდა ადგილი იმ რეჟიმის დროს, ამდენი წლის შემდეგ დადგა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. განა არ ვიცოდით რომ გამოძიება არ ჩატარდა, დაირღვა სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ არცერთ ინსტანციას არ ეყო იმის ძალა და გამბედაობა, რომ შიდა ეროვნულ დონეზე დაედგინა ეს სიმართლე.

_ მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ საკმაოდ მძიმე შეფასება გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებას ზურაბ ვაზაგაშვილის მკველობის საქმის ნაწილში, ფაქტობრივად არცერთ პოლიტიკურ პარტიას ამაზე შეფასება არ გაუკეთებია.  რატომ?

_ ნამდვილად გულსატკენია,  იმიტომ რომ ვაზაგაშვილის საქმე ერთ-ერთი უმძიმესი საქმეა იმ პოლიტიკურ განაჩენებს შორის, როდესაც იმ რეჟიმის მძიმე შედეგებზე ვლაპარაკობთ… შეგნებულად გავიხსენე ის პერიოდი, როდესაც მინდია უგრეხელიძე ჩამოვიდა სტრასბურგიდან და სამართალს რომ ვპოულობდით ვერც ოჯახი და ვერც ვერავინ. შეუძლებელი იყო ქვეყნის შიგნით ადამიანს სამართალი ეპოვა.  ამდენი წლის შემდეგ, როცა სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არ ჰქონდათ არც გამოძიება, არც სასამართლო, არ არსებობდა არცერთი ინსტანცია სადაც ადამიანი სიმართლეს იპოვნიდა, ეს ამტკიცებს იმას რაც უკვე საყოველთაოდ ცნობილია –  უსამართლობა მძვინვარებდა ქვეყანაში.

არ ვიცი რატომ ჩაიკარგა ამ ვნებათა ღელვაში ეს საქმე. თუმცა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე, დარჩება უმძიმეს მაგალითად… ამ ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან სახიფათოა გადაუხვიო ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტს,  დემოკრატიის მაღალ სტანდარტს, რომელი იდეითაც„ქართულმა ოცნება“ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა. ასეთი საქმეები არის ერთგვარი გაფრთხილება…

შეგახსენებთ, სახელწმიფო ბრალდების ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. კორტების საქმეში  პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს, მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. მძიმე დაზიანებები მიიღო მათთან ერთად მანქანაში მყოფმა 22 წლის ბონდო ფუთურიძემ.

2007 წლის 20 ოქტომბერს ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევის დადგენა მოითხოვდნენ.

2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ე.წ. კორტების საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით რამდენიმე პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.

2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს ვაზაგაშვილი-ხუბულოვის მკვლელობაზე 12- 12 წელი მიესაჯათ

პ.ს. ეკა ბესელიასთან ვრცელ ინტერვიუს “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ipress.ge.
არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის, როგორც ,, რუსთავი 2″-ს“ – ამის შესახებ ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ეკა ბესელიას თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხელი არ უნდა შეეშალოთ და სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლება მკაცრად უნდა იყოს დაცული. 
„ვაკვირდები მოვლენებს… ვაანალიზებ… ვცდილობ ემოციამ არ გადაფაროს ობიექტურობის სივრცე ჩემში. 
სწრაფად ვითარდება მოვლენები და დროში ოდნავ დაშორებაა საჭირო , რათა უკეთ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი!
რუსთავი 2 დაუსრულებელი დავის ბედისწერას თავს ვერ აღწევს! 
ეს ალბათ არც არასდროს დასრულდება და ხელისუფლების ცვლილებების კვალდაკვალ გაჩდება ახალ ახალი სარჩელები , ახალ ახალი მეპატრონეები თუ მსურველები…
( ახლა არ შევდივარ რა როგორ მოხდა. მახსოვს და ბევრი რამ ვიცი ამ თემაზეც…)
და ვიდრე ეს ახალ ახალი ბრძოლის ეტაპები არ დასრულდება , ეს ნიშანი იქნება , რომ არ სრულდება არც ერთი ხელისუფლების ავი ზრახვა აკონტროლოს მედია!
ახლა ყველა ვაკვირდებით შეიცვლის თუ არა ფერს ,, რუსთავი 2″ ისე როგორც იცვალა ტელე ,,იმედმა,, ( გული მწყდება როცა მახსენდება რამდენი ვიბრძოლეთ ,, იმედის,, ტელევიზიის დამოუკიდებლობისთვის) 
ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა- როგორი იქნება ეს ტელევიზია??
ახლა საჭიროა არა პიროვნული სარკმლიდან ვუმზიროთ და ვზომოთ რა როგორ ჯობია, არამედ რა ჯობია ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად , არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის პირადად , როგორც ,, რუსთავი 2 ” -ს ( როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა) არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს! 
არ მძლევს პიროვნული სისუსტე და არც გამივლია გულში – ახია ! არ მინდა საკუთარ თავში ასეთი სისუსტე ვიპოვო და კარგად მესმის ახლა რამდენად მნიშვნელოვანია არა სახელი ვინაა მეპატრონე, არამედ შინაარსი რაც დევს მეპატრონეში!
შინაარსი კი უნდა იყოს არა მორიგი მსახურის ძებნა ხელისუფლების სახით- არამედ ობიექტურობა, სიმართლე და მიუკერძოებლობა !
ეს არის რაც გვინდა ამ ტელევიზიის ენით გვესმოდეს!
ახლა მთავარია ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლება და ამ თავისუფლების სიმართლისთვის გამოყენების სრული ასპარეზი.
სხვა დანარჩენი :ვისი რა არის და როდის რა იყო- ეს კიდევ ბევრი წელი არ დასრულდება…
ქართულმა სასამართლომ კი ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, როცა სასამართლოს არა აქვს თავად სიმართლე…
სასამართლოს კლანის მარწუხებიდან გათავისუფლების ბრძოლაში, ასევე ვაფასებ ამ ტელევიზიის როლს და ამასაც ვერ დავივიწყებ. ახლა და აქ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მთავარია მედიის დამოუკიდებლობა, თავისუფლება , ეთიკურობა და სიმართლე. 
ეს ქვეყანას ჭირდება !
პ.ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების სამივე შტოს( საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) შეცვლა!!!“ – დაწერა ეკა ბესელიამ 
hold.ge.