„მშივრები მოდით,თუ რა უბედურება გჭირთ? საქაჯეთი“ (ვიდეო)

ელისო კილაძის სკანდალური პოსტები:

„აქამდე ხან ნაცი ვიყავი,ხან ქოცი
ბოლოს წინა ვერსიით,ბიძინას არასასურველ ადამიანებს ვაშორებდი.
ბოლო ვერსიით,ბიძინა ივანიშვილის ნათესავებსაც მე ვმართავ-უერთგულესი ვახო გომელაურის წინააღმდეგ
ამდენი ლოთობით,ბელაია გარიაჩკა დაეწყო მარნის ჭოტს “

„მიშას იუშენკოს მაჩალკა,შამპუნი და საპონი რომ დაუთვალეს ხომ გახსოვთ?
მეგობარი გოგონებისთვის სახის დაჭიმვაში გადახდილ 12 000 ლარს რა ვუყოთ,ან საჩუქრად ნაყიდ ძვირფას საათს ?!
სასწრაფოს დირექტორის მოადგილის დასაქმებულ ნათესავებსაც მოიკითხავდა კაცი
უნდა ჩავუჯდე !“

„დამშეული საქართველოს მთავრობამ რესტორნებში ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დახარჯა !
მშივრები მოდით,თუ რა უბედურება გჭირთ?
საქაჯეთი !“

https://www.facebook.com/thevanosshow/videos/1805824149505898/

 

„13 უცნაური რიცხვია ჩვენთვის !
13 მარტს ოფისიდან გავიდა და საღამოს გავიგე რომ ნარკოტიკი ჩაუდეს !
დიღმის კპზ-სთან ვთქვი პირველივე კომენტარში,რომ “ქრონიკა+”-ზე ვაჭრობა არ შედგებოდა.
სამი დღის მერე ვნახე სასამართლოზე და მითხრეს,რომ სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა !
ბადრაგმა რომ გაიყვანა,უკვე ვიცოდი რომ ორი თვე ვერ ვნახავდი 
ყველაზე რთული გრძელი ღამეები იყო-არ თენდებოდა.თვალგახელილი ვიწექი და ვცდილობდი ის საკანი წარმომედგინა,სადაც ჩემს ბიჭს ეძინა !
ერთი თვის მერე პირველად გავიგონე ტელეფონში მისი ხმა 
ორი თვის მერე ვნახე-ქრისტე აღსდგა ქართველებოო,-მოგვესალმა !
მერე დაიწყო დაუსრულებელი ბრძოლა და სასამართლო პროცესები.ჩემი შვილი ჯიუტად ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას !
გამიღიმებდა გისოსებიდან და მარტო მე და დათომ ვიცოდით,ვის რა გვიჭირდა.
გაუძლო,არ გატყდა !
კანი მეწვოდა,გული მიდუღდა გისოსებში მის დანახვაზე,მაგრამ უტეხად ვიდექი -ვიცოდი ჩემი ყველა ემოცია კონტროლდებოდა !
ერთი წლის წინ,13 ივლისს ჩვენება მისცა სასამართლოს,დეტალურად აუხსნა ყველას (დაფით და მარკერით ხაზავდა),როგორ დაიჭირეს !
ხათუნა ხარჩილავამ დაუჯერა და დარბაზიდან გირაოთი გაუშვა !
მერე ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო საბოლოო განაჩენამდე !
დღეს ის გამართლებული და თავისუფალია
ორივე ისევ ბრძოლაში ვართ !
ჰოდა,ყოველგვარი მორიდების გარეშე გეუბნებით -ვინც დათოს აუგად ახსენებდით და ახსენებთ-პატიება არ იქნება !
ჯერ დედა ვარ და მერე ჟურნალისტი !
p.s.და მადლობა თქვენ,ვინც დათოს აქციებზე სიარულს და მხარდაჭერას არ მამადლით