,,კიდევ რაღა გინდათ?!…” – დაპირისპირება ქიბარ ხალვაშსა და ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს შორის (ვიდეო)

სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული გაქვთ, კიდევ რაღა გინდათ?! რასაც გინდათ, იმას აკეთებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ?! – ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აძლევდა თუ არა „რუსთავი 2“-ის გუნდს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას.

კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა არხის შემოთავაზებას საზოგადოებრივი ბორდის შექმნასთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა:

„რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! სარედაქციო დამოუკიდებელობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?!“, – აღნიშნა ხალვაშმა ჟურნალისტებთან ექსპერტიზის ბიუროში, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

marshalpress.ge