მეწარმეები ბიზნესს კარგი იდეით იწყებენ, რომელსაც ფინანსებს ახმარენ. კიდევ რა არის საჭირო ბიზნესის წარმატებისთვის? რამდენიმე მათგანს inc.com გვთავაზობს:
1. ფასის განსაზღვრა – სწორი ფასის პოვნა და შენარჩუნება თქვენ ბიზნესს მეტად წარმატებულს გახდის. ბაზარზე ფასების არც დაგდება შეიძლება, თუმცა, მომხმარებელს მაღალი ფასითაც დააშინებთ. ხარისხი და ხელმისაწვდომობა – ეს უნდა იყოს მიზანი.
2. მომხმარებლის დანახვა – ვინ იქნება თქვენი მომხმარებელი? რა პრობლემას გადაუჭრით მათ? ამ კითხვებზე პასუხის პოვნა თქვენ ბიზნესს წასწევს წინ.
3. მომხმარებელთან კავშირი – როგორ მიაწვდით მათ თქვენს სერვისს ან პროდუქტს? რა სიახლეს შესთავაზებთ?
4. გუნდის ჩამოყალიბება – და ბოლოს, ვინ იქნება თქვენს გუნდში და რამდენად იზიარებს თქვენს ღირებულებებს? ამით განისაზღვრება საქმის წარმატებაც.
http://businesspost.ge