ბატონო ბიძინა! იქნებ მიბაძოთ თქვენს არც თუ გულითსაყვარელ თანამემამულეს და თქვენც მკაცრად მიუთითოთ თქვენს „ამხანაგებს“ თავი დაანებონ რუსთავი-2-ს სულელური თავისმართლების პროპაგანდას და ზედმეტ ახსნა-განმარტებებს.

გრიშა ონიანის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს.

ბატონ ბიძინას (რჩევისათვის)
20-იან წლებში ამიერკავკასიის რევკომის თავჯდომარემ სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ბუდუ მდივანს ხელი გაარტყა.

საერთო ამიერკავკასიური ინციდენტი კერძო „ქართულ საქმედ“ მოინათლა და ლენინისა და ტროცკის ინიციატივით შეიქმნა ავტორიტეტული კომისია „ქართული საქმის“ გამოსაძიებლად. კომისია ადგილზე გაეცნო რა მომხდარს თავის დასკვნაში ჩამოაყალიბა აზრი, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ფაქტები გაზვიადებულია, რაც ასევემოხსენდა პოლიტბიუროს, რომელსაც ლენინი და ტროცკი თავკაცობდნენ.

პოლიტ ბიურომ და კერძოდ ლენინმა, შენიშვნაში მიუთითა, რომ კომისიამ კვლავ განახლებული შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა და დაადგინოს არა მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის დანაშაული, არამედ მთავარ მიმართულებად უნდა მიიჩნიოს ამხანაგ სერგო ორჯონიკიძის წამქეზებლის და შემდგომ ამ დანაშაულის მიჩქმალვის მცდელობაში შემჩნეული ამხანაგები.

ეჭვგარეშე იყო, რომ ლენინი და ტროცკი ფარულად აშკარად მიუთითებდნენ კომისიას ბრალეულობა სტალინის უხეშობაზე გადაეტანათ. კომისია კვლავ შეუვალი იყო სიმართლის დადგენაში. ქართული საქმის განხილვა პერმანენტულად ყველა პოლიტ ბიუროს სხდომაზე იხილებოდა, რასაც სხდომის ძირითადი დრო ეთმობოდა.

სტალინი, რომელიც საერთოდ არ ერეოდა „ქართული საქმის“ საკითხების გარჩევაში, სულ სხვა პარტიული დოკუმენტების შედგენა-ჩასწორების საქმით იყო დაკავებული.
მორიგ პოლიტბიუროს სხდომაზე, როდესაც „ქართული საქმის„ გარჩევას ბოლო არ უჩანდა, სტალინმა ყოველგვარი წესის დარღვევით, ხელის აწევის გარეშე, ლენინს პოლიტბიუროს სხდომის წაყვანა შეაჩერებინა, საწერ კალამი მაგიდაზე გამეტებით დაანარცხა და თავჯდომარეს მკაცრი ტონით მიმართა: „ამხანაგო ლენინ, ნუთუ დანგრეულ იმპერიაში მეტი საქმე არ გააჩნია პოლიტ ბიუროს, რომ „ქართული საქმის“ ამ სულელური საკითხის განხილვაზე ფუჭად ხარჯავს ამდენ დროს და ენერგიას.“.

სტალინს მეტი სიტყვა არ დაუძრავს, მაგრამ ამ სიტყვის შემდეგ „ქართული საქმე“ არც არავის გახსენებია განსახილველად.

ბატონო ბიძინა! იქნებ მიბაძოთ თქვენს არც თუ გულითსაყვარელ თანამემამულეს და თქვენც მკაცრად მიუთითოთ თქვენს „ამხანაგებს“ თავი დაანებონ რუსთავი-2-ს სულელური თავისმართლების პროპაგანდას და ზედმეტ ახსნა-განმარტებებს ხელისუფლების უდანაშაულობის შესახებ. ნუთუ ამაზე მეტი სამწუხარო და საფიქრებელი არ გაგვაჩნია შინაური თუ გარეშე მტრებით გაძეძგილ საქართველოში?!
Multimedia.