თბილისში, ჯანაშია ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჯანაშია ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა, შემდეგ კი სახლს მოედო. ჯამში, სულ დამწვარია 50 კვ.მ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რუსთავი2-ს განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მივიდა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.