ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა (ფოტო)

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა. ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Ural Airlines-ის მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა, გაფრენის დარბაზში, დაეწყო.

მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს „ტავის“ პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

Tbilisi and Batumi International Airports-ს ფოტო.

Tbilisi and Batumi International Airports-ს ფოტო.

წყარო: avianews.ge