21 სექტემბერს ბათუმის ოპერა მასპინძლობს პროექტ: Mrs. & Mister Business Persona 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალს!

18 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით სამოდელო სააგენტო „კატრინი“-ს ორგანიზებით ბათუმში იმართება მსოფლიო კვირეული, რომლის ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო ინტურისტი, ხოლო მის ფარგლებში, დაგეგმილია Mrs. & Mister Business Persona 2019 – 21 სექტემბერს, ბათუმში მეგა პროექტის გრანდიოზული დაჯილდოვების ცერემონიალი, მედია სააგენტო TVM NEWS-ის პროექტი!  გაცნობებთ, რომ ეს პროექტი 2013 წლიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება, თუმცა 2019 წლიდან სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელშეწყობითა და მხარდაჭერით მეგა პროექტს ენიჭება მსოფლიო სტატუსი და საქართველოს გარდა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან გვეყოლებიან მონაწილეები. რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მსოფლიო კონკურსების ეროვნულ დირექტორ-ეკა მგალობლიშვილს!

გრანდიოზული პროექტის ფინალი გაიმართება 21 სექტემბერს ბათუმის ოპერაში, სადაც დაჯილდოვდებიან პროექტში მონაწილე წარმატებული და საქმიანი ადამიანები, პროფესიები და ორგანიზაციები (ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით)

გთავაზობთ 2013-2016 წ-ში გამართული პროექტების ვიდეო მასალას, რომელიც სამოდელო სააგენტო კატრინმა და TVM-მა ბათუმში ჩაატარა. მაშ ასე ყველას გელოდებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში, თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი სანახაობა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და მაქსიმალური პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში ბიზნეს სექტორს.

კომენტარები ფეისბუქიდან