27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ჰობის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. გაფრთხილდთ, თუ ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა გაქვთ გადაწყვეტილი. აგრეთვე, თუ სპორტის ექსტრემალური სახეობით ხართ დაკავებული.
კურო
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, შვილებთან. განსაკუთრებით, აპრილის კუროები. ზოგიერთს ახალ ბინაში მოუნდება გადასვლა. კარგი დღეა დიდფართიანი ბინის მოსაძებნად, რემონტის დასაწყებად.

ტყუპი
თვალსწიერის გაფართოების დღეა. შეიძლება ახალი მეგობრები, თანამოაზრები გაიჩინოთ. მეტი დრო გაატარეთ ნიჭიერი და უჩვეულო ადამიანების გვერდით.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ეცადეთ, ფული ხარისხიან ნივთებში, სარფიან საქმეში დააბანდოთ. ზოგიერთი ფულს შვებულებისთვის გადადებს. მშობლები – შვილის სწავლისთვის.

ლომი
ყურადღების ცენტრში ხართ. შეიძლება რჩევისა და დახმარებისთვისაც კი მოგაკითხონ. ახალ მწვერვალებს დაიპყრობთ. კარგი დღეა სარემონტო სამუშაობისთვის, ავეჯის გადასაადგილებად.

ქალწული
თანამოაზრეებთან შეხვედრისა და მიმდინარე საკითხების განხილვის დღეა. ახალი იდეები მხოლოდ ერთგულ პარტნიორებთან ერთად განიხილეთ. პირად ცხოვრებაში მეტი რომანტიკულობა გმართებთ.

სასწორი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მოემზადეთ სირთულეებისთვის. ყველაფერს მარტივად ვერ გაართმევთ თავს. კარგი დღეა მეგობრული შეხვედრისთვის.

მორიელი
დილა სასურველია, ვარჯიშით დაიწყოთ. წარმატება გელით პროფესიულ საქმიანობაში. იყავით მეტად გაბედული და მიზანმიმართული. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მშვილდოსანი
პოზიტიურ განწყობაზე იქნებით და ყველა ვალდებულებას საუკეთესოდ გაართმევთ თავს. თუმცა, დაკვირვებაც გმართებთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, საეჭვო ადამიანებს.

თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახალ სასიყვარულო პარტნიორთან. განსაკუთრებით, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მასთან აპირებთ თანაცხოვრებას.

მერწყული
მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ნუ შეგშურდებათ წარმატებული ადამიანების; თავადაც გაქვთ საშუალება, რომ გაიმარჯვოთ. ებრძოლეთ საკუთარ თავს, დაამარცხეთ მავნე თვისებები.

თევზები
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობის საკითხები და ბავშვები. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. ახალი იდეები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ.