მეგი გოცირიძე ოპოზიციით უკმაყოფილოა და ივანიშვილის ჩამოგდებას ითხოვს

მეგი გოცირიძე ოპოზიციით უკმაყოფილოა და ივანიშვილის ჩამოგდებას ითხოვს, ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს და ამბობს, რომ ძალიან ამოვიდა ყელში ოპოზიციის “დავარცხნილი” ბრიფინგები.

“ძალიან ყელში ამოვიდა უკვე ეს დავარცხნილი ბრიფინგები! მე არ მეშინია მოწოდების და ამ შემთხვევაში ოპოზიციურად განწყობილ ხალხს კი არა , ოპოზიციის ლიდერებს მოვუწოდებ, მოუწოდონ ხალხს გარეწარი ივანიშვილის ჩამოსაგდებად, თორემ ერთს კი არა, მალე ორ-ორ სამაჯურს დაგადებენ სათითაოდ ყველას და თითოს კიდევ პირზე მიგაკრავენ, რომ მხოლოდ გადაადგილება კი არა, ლექსიკაც გიკონტროლონ ! იჩქარეთ ნელა, თორემ ივანიშვილთან ერთად თქვენც გაქრებით პოლიტორბიტიდან, ქვეყანაც რუსეთის უკანა ეზოდ გაფორმდება და იქედან ატარეთ მერე ბრიფინგები!” – წერს გოცირიძე.