გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

პროდიუსერი და კომპოზიტორი, წარმატებული ქალი: სოფი რაფაელა – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას რესტორან „ლაზიკა“-ში

-გაეცანით სოფი საზოგადოებას, რას საქმიანობთ?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.

-პირველ რიგში მოგესალმებით, მე გახლავართ სოფი რაფაელა. ჩემი საქმიანობა ძირითადად მუდმივ „ნონსტოპთან“ ასოცირდება, საკმაოდ ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ეს მეხმარება შემოქმედებითად გავიზარდო და ასევე ჩემი საქმიანობის არეალიც გავზარდო. ეს ჩემი საქმიანობის ზოგადი მიმოხილვაა, უფრო კონკრეტულად ამ ჟამად ვარ ორი საკმაოდ რეიტინგული მედია სააგენტოს მარკეტინგ მენეჯერი. მიწევს სარეკლამო მოლაპრაკებები ბიზნეს შეხვედრები, ასევე დაკავებული ვარ პროდიუსინგით და ვთანამშრობლობ მომღერლებთან, ასევე ვარ კომპოზიტორი და ვმუშაობ ახალ-ახალ პროექტებზე. ამ მომენტისთვის დაკავებული ვარ ძალიან საინტერესო პროექტით, რომელსაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა გეტყვით, რომ ეს ახალი პროექტი საზოგადოებაში ფურორს მოახდენს. ვფლობ ოთხ ენას: ქართული, რუსული, ინგლისური, ბერძნული, ასევე ვთარჯიმნობ კიდეც.

-ჩვენთვის, როგორც ცნობილია გყავთ შვილი და ხართ მარტოხელა დედა, მისი აღზრდა ალბათ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..

-ზოგადად როცა ხდები მშობელი, იქ უკვე მეხუთე კოლოფი ირთვება ტვინში და ნეირონებს ემატება ორჯერ მეტი განშტოება, ხდები წარმოუდგენლად ძლიერი, დრო არაფერში გყოფნის და გიწევს ღამეების თენება, ამიტომ თითქმის არ მძინავს, გადართული ვარ პროექტების წერაზე, ამისთვის ღამე მაქვს გამოყოფილი, თუმცა მაინც ვახერხებ ჩემს შვილს დრო დავუთმო, ყოველთვის ვიბარებ გაკვეთილებს, ყურადღებას არ ვაკლებ, მის აღზრდაში ასევე მეხმარება დედა და რაღაცნაირად ვახერხებ ოქროს შუალედის დაჭერას. როცა ამას ემატება ცხოვრებასთან შეჭიდება, აქ უკვე თითქმის შეგრძნებების ნახევარი იკარგება, ფიქრობ ყველაფერი ჩადო შვილში და მისცე მას იმის განცდა, რომ არასრულფასოვან ოჯახში არ ცხოვრობს. მე ორივე შევითავსე სინაზის დედას და კაც დედას მეძახდა ნიკა. დღემდე ვთამაშობ მასთან ერთად ფეხბურთს, კალათბურთს, ვასწავლი კაცურ ქცევას, საქმეებიც გამირჩევია და მის მეგობრებთან ერთად ბიჭურადაც მისაუბრია, თუნცა წამებში შეიძლება გადავიქცე მკაცრ მშობლად, რომლის დანახვაზეც ნიკა ხვდება, თუ რა აწუხებს დედიკოს, აი ასეთი დედაშვილობა გვაკავშირებს მე და ჩემ შვილს.

-ნამდვილად გმირი დედა ბრძანდებით სოფი, უფალმა გაგიზარდოთ სასახელო ვაჟი, მეამაყება, რომ ჩვენს პროექტში თქვენნაირი ქალბატონი მონაწილეობს, ამიტომ შეგეკითხებით მაინც რამ გადაგაწყეტინათ ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-მიხარია, რომ ემანსიპირებულ ქალთა რიცხვმა იმატა და სიამოვნებით შევუერთდი მეც მათ რიგებს, მონაწილეობას კი ვღებულობ გამოცდილების მომატების, ურთიერთობების გაზრდის და რაც მთავარია ჩემი საქმიანობის უფრო წარმოჩენის მიზნით.

-რა აზრის ბრძანდებით ბიზნეს ლედის კლუბის შექმნის ინიციატივაზე, რომელიც ეკუთვნის ჩვენს ერთ-ერთ მონაწილეს-ქალბატონ მანანა მაჭარაძეს?..

-ძალიან მომწონს თქვენი კლუბის მუშაობის რიტმი და როგორც პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ გადავწყვიტე ჩემი საქმიანობით შემოგიერთდეთ და იმედი მაქვს პატარა წვლილს მეც შევიტან ამ კეთილშობილურ საქმეში.

-როგორ ფიქრობთ, წარმატებულ და საქმიან ქალბატონებს ხშირად ენგრევათ, თუ არა ოჯახები და რა არის ამის ძირითადი მიზეზი?..

-გეთანხმებით სამწუხაროდ ასეა, რაც შეეხება მიზეზებს კი ალბათ ოჯახისთვის არასაკმარისი დრო! როცა ურთიერთთანხვედრა არაა საქმიანობაში რთულია აღქმა და გაგება. ამიტომ არა მხოლოდ ქალბატონებს, თითქმის თანაბრად არიან ქალბატონებიც და ბატონებიც ოჯახის ნგრევის მსხვერპლნი კერძოდ: დროის უქონლობის გამო გაციებული და ეჭვგარეული ურთიერთობები, ამასთანავე დიდ როლს თამაშობს ცუდი ენები და ჭორები, რომელიც ხშირად მკვრივ და ძლიერ ოჯხებსაც ანგრევს, არსებობენ ისეთი მესამე პირები, რომლებიც ძალიან მოქნილად იყენებენ ცოლ-ქმარს შორის არსებულ დაძაბულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობენ ცეცხლზე ნავთის დასხმას. 

მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-საქმეში მთავარია შრომა! ეს არის წარმატების საწინდარი. მერე მოდის ბევრი პუნქტი, მიზანმიმართულობა, მოთმინება, სწორი გათვლები, ლავირება, ურთიერთობების სტაბილიზაცია, რომლის გარეშეც თითქმის არაფერი გამოდის და რაც მთავარია კეთილი ღიმილი, პოზიტიურობა და საერთოდ ჩემი მთავარი დევიზია-ყველასთვის ცნობილი სიტყვები მოექეცი ყველას ისე, როფორც გინდა შენ მოგექცნენ, რასაც შედეგი ყოველთვის მოაქვს.

შეგახსენებთ, რომ სოფი რაფაელა გახლავთ პროექტ- ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ რაფაელას, რომელმაც თავისი უშუალობით და გულწრფელი ღიმილით უკვე დაიმსახურა ჩვენი სიმპათიები.