2018 წლის პირველ ნახევარში კრიმინალი რეკორდული ტემპით, 53%-ით გაიზარდა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს კრიმინალი რეკორდულად მაღალი ტემპით – 53%-ით გაიზარდა. ამის შესახენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, შსს- ს2018 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცავებმა სულ 28,239 დანაშაული აღრიცხეს, საიდანაც გახსინილია სულ 36%, ანუ 1/3-ზე ოდნავ მეტი. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ამაზე 18%-ით მაღალი იყო და 54%-ს შეადგენდა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მკვეთრად არის გაზრდილი დანაშაულები ადამიანისსიცოცხლის წინააღმდეგრაც მკვლელობის მცდელობებს, მკველობებს, თვითმკვლელობამდე მიყვანას და სხვა დანაშაულებს შეადგენს. ამ კატეგორიის დანაშაულთა რაოდენობამ სულ 1163 შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 102%-ით მეტია.

commersant.ge