მორის მაჩალიკაშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და კიდევ 2 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ 4 მომიტინგეს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბეჟან ლორთქიფანიძე, მორის მაჩალიკაშვილი, გიორგი ქურდოვანიძე და ილია მემარნიშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.