ინფორმაცია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება-ივანიშვილმა რუსეთიდან უსაფრთხოების სპეციალისტები ჩამოიყვანა

რეპრესიების პარალელურად, როგორც ჩანს, ივანიშვილს ეშინია. ოლიგარქი, შეკვეთილში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, ბუნკერს იშენებს.

გაძლიერებულია მისი დაცვაც. ოლიგარქს, 24 საათის განმავლობაში იცავენ რუსული ავტომატებით შეიარაღებული პირები, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინების მიზნით, პროვოკაციებსაც არ ერიდებიან.

ასევე, პრესა.ჯიმ  მოიპოვა ფოტო-მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება რომ ივანიშვილმა ბრონირებული შუშები შეიძინა.

რაც შეეხება ბუნკერს, ის ნახევრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში შენდება იმ კრიტიკული მოვლენისათვის, რომელსაც ივანიშვილი საშემოდგომოდ ელოდება.

კერძოდ, ოლიგარქს, რომელიც მანერებით და მმართველობის სტილით ძალიან ჰგავს ფეოდალ ასლან აბაშიძეს, დაცვის ზომების გაძლიერება და უსაფრთხო, მიწისქვეშა სამალავის შექმნა, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთიდან ჩამოყვანილმა უსაფრთხოების სპეციალისტებმა ურჩიეს…

ამავე დროს, ბუნკერის მშენებლობის პარალელურად, ოლიგარქმა შეკვეთილის სასახლე ღამის ხედვის კამერებით, სპეციალური სენსორებით, ტყვიაგაუმტარი საშუალებებითა და სხვა დამცავი მექანიზმებით აღჭურვა.

ასე აპირებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თავის მშვიდობიანი მომიტინგეებისაგან დაცვას.

როგორჩ ჩანს, მალე ოლიგარქი ხალხს მიწის ქვეშ დაემალება.
nevs.coa.