ყველასათვის საყვარელი, საკმაოდ იდუმალი და წარმატებული: მაია ნათენაძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას სათამაშოების ქსელ „დისნეი“ში
-გახლავართ მაიკო ნათენაძე, „დისნეის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ანუ ადრე მქონდა რესტორნების ბიზნესი და შემდეგ აღმოვჩნდი სათამაშოების ბიზნესში ჩაბმული. საერთოდ თითქმის ბავშვობიდანვე მქონდა ჩემი საქმე. მინდოდა სასომხეთში გამეკეთებინა ქართული რესტორანი და ეს იდეა განვახორციელე კიდეც, ორი წელი ვცდილობდი ამ ბიზნესის შენარჩუნებას და განვითარებას, რომ იტყვიან ჯვარს ვეცვი, თუმცა სამწუხაროდ მაინც ვერ შევძელი. იცით დღეს საქართველოში უცხოელებისთვის ბიზნესის კეთება უფრო მარტივია და ქართველებზე მეტად პრივილეგირებულ სიტუაციებში არიან. აი იქ სასომხეთში კიდევ პირიქით ხდება, სომეხი ქართველს ჯიბეში ფულს არ ჩაუდებს, არ მისცემს ფულის შოვნის საშუალებას. შევა სომხურ რესტორანში, სადაც ქართულ კერძად ასაღებენ მაგ: „მადამ ბოვარს“, თუმცა მოკვდება და არ შევა ქართველების რესტორანში და იქ ფულს არ დახარჯავს. ამიტომ გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება და ჩემი საქმის წამოწყება, რაშიც დამეხმარა ჩემი უახლოესი მეგობარი-მანანა მაჭარაშვილი და აი ასე გავხდი რესტორნის დირექტორობიდან სათამაშოების ქსელის დირექტორი. ამ ჟამად ერთად ვახარებთ ბავშვებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა სასიამოვნო შრომაა, ისეთი სასიამოვნო იმპულსები მოდის პატარებიდან, რათქმაუნდა ვიღლებით, თუმცა ნამდვილად უკვალოდ ქრება მათი მხიარული სახეების დანახვაზე ჩვენი დაღლილობა.
-მაიკო ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ბრძანდებით ძალიან ქველმოქმედი ადამიანი, მეტად სათუთი ბუნების და გაჭირვებული ადამიანების დახმარების დიდი სურვილი გამოძრავებთ. ამ მხრივ თავადვე გაქვთ განხორციელებული საქველმოქმედო ღონისძიებები, მოკლედ რომ გვიამბოთ ამაზე
-დიახ, ყველა მეცოდება და ერთ ამბავს გიამბობთ, გადავწყვიტე ერთ-ერთ ბავშვთა სახლს დავხმარებოდი ამ ცოტა ხნის წინ, რათქმაუნდა წინასწარ შევიძინე მისატანი პროდუქტი, დავურეკე ანიმატორებს, თუმცა უარი მითხრეს მისვლაზე იმ დაგეგმილ დღეს, თურმე მინისტრის დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო ეს ამბავი, სამწუხაროდ გამიფუჭდა ეს შეძენილი პროდუქტები, მოკლედ რომ ვთქვა ვიზარალე, თუმცა მაინც არ დავნებდი და მოგვიანებით რაღაც დეტალების მოგვარების შემდგომ მაინც განვახორციელე ეს ქველმოქმედება, ისევ თავიდან შევიძინე ყველაფერი და გავახარე მზრუნველობამოკლებული ბავშვების გულები.
-ჩვენთვის, როგორც ცნობილია გყავთ შვილები და შვილიშვილები, თუმცა მეუღლეს გაცილებული ხართ, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..
-რათქმაუნდა გარკვეული სიძნელეები არის, მე მყავს სამი შვილიშვილი, ოჯახი ქალისგან მაინც მოითხოვს თავისას, თუმცა ჩემი შვილიშვილების ბედნიერი სახეების დანახვა ყველა სირთულეს მავიწყებს და თავს ვგრძნობ იღბლიან და ბედნიერ ქალად.
-როგორ ფიქრობთ, წარმატებულ და საქმიან ქალბატონებს ხშირად ენგრევათ, თუ არა ოჯახები და რა არის ამის ძირითადი მიზეზი?..
-მე ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ საქართველოში მამაკაცებს ეშინიათ ძლიერ ქალთან ურთიერთობის, რადგან ყოველთვის გრძნობენ თავს ჩრდილში, ვფიქრობ, რომ პირადად მე მამაკაცი გვერდში იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ვნახე ჩემზე ძლიერი. საერთოდ კი იმასაც ავღნიშნავ, რომ ქალი მამაკაცზე ბევრად ძლიერია ყველა ასპექტში, მაგალითისთვის მე შემიძლია ორი ღამე ზედიზედ გავათენო, თუ ეს საქმეს ჭირდება, აი მამაკაცი კიდევ ორ ღამეს ქეიფში გაათენებს, თუმცა საქმეს თავს არ გადააყოლებს. მამაკაცები ქალის პოპულარულობას ვერ ეგუებიან, რადგან თავს გრძნობენ ჩრდილში და ეს მათ თავმოყვარეობაზე მოქმედებს.
-ქალბატონო მაია რამ გადაგაწყეტინათ ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება, რით დაინტერესდით?..
-ძალიან გამეხარდა, როდესაც მანანამ შემომთავაზა პროექტში ჩართვა და მაშინვე ვთქვი, რომ თანახმა ვიყავი მონაწილეობაზე და ასევე მანანას ახალ ინიციატივას ბიზნეს ლედების კლუბის შექმნაზე მთელი გულით და გონებით ვუერთდები, ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს კლუბი და ქალური სიძლიერითა და სოლიდარობით ვაკეთოთ სიკეთე. მე რაც შემეხება ყოველთვის მხარში დაგიდგებით.
-მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის და ბიზნეს ლედების კლუბის მხარდაჭერისთვის ქალბატონო მაიკო, ვფიქრობ რომ ბევრი ქალბატონი დაგვიჭერს მხარს ამ წამოწყებაში და ბევრსაც გაახარებს ეს ამბავი და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ისევ და ისევ ვურჩევდი მიზანდასახულობას, ძალების არ დაშურებას, კიდევ ვურჩევდი, რომ საწყისშივე არ უნდა მოინდომონ უფროსობა და დირექტორობა, არ უნდა დაჯდნენ კაბინეტებში, რადგან მათ საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს. საკუთარი დაწყებული საქმე მხოლოდ მათ უნდა გააკეთონ, თუ უნდათ რომ მიაღწიონ წარმატებას. მთავარი რაც არის შრომა, შრომა და კვლავ შრომა. საქმეში ღამეების თენება, თორემ ისე შედეგს ვერ მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რომ მაიკო ნათენაძე გახლავთ პროექტ- ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ მაიკოს, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი მაიკო არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.