გაფლანგული, გათეთრებული და მითვისებული 441 მილიონი – დიდი სკანდალი ივანიშვილის ოჯახის გარშემო ლევან ქართველიშვილი.

მასშტაბური კორუფცია სახელისუფლებო ეშელონებში. ივანიშვილისა და მისი ვიწრო გარემოცვის მიერ სახელმწიფო სახსრების მითვისება-ფლანგვის გამო, ყველაზე წარმატებული კომპანიები გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ. 

ხოლო ოლიგარქის მიერ კონტროლირებად ე.წ. საპარტნიორო ფონდში შემავალი კომპანიების ნაწილმა, 2017 წელი 441 მილიონიანი ზარალით დახურა. ეს მაშინ, როდესაც საპარტნიორო ფონდის დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი ლამის ასტრონომიული ციფრებით იზომება.

მილიონები ივანიშვილის გარემოცვას

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივანიშვილის ხელისუფლებამ, ე.წ. საპარტნიორო ფონდიდან ხალხის კუთვნილი 441 მილიონი გაფლანგა. ეს არც ოლიგარქის ფული იყო და არც მისი საყვარელი დეიდაშვილის. 

გაჭირვებისა და უკიდურესი სიღარიბის ფონზე, ივანიშვილის ოჯახი ასე ანიავებს თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი გადასახადებიდან შეკოწიწებულ ათეულობით მილიონს.

მეტიც, ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი აკონტროლებენ საქართველოს რკინიგზასა და გადაზიდვებს, რამაც უკვე გამოიღო ნეგატიური შედეგი. 

მაშინ, როდესაც საქართველოს რკინიგზა, შევარდნაძის ბნელი რეჟიმის დროსაც კი მომგებიანი სახელმწიფო კომპანია იყო, დღეს გაკოტრების პირასაა. 

ექსპერტთა აზრით, ყველაზე წარმატებული სახელმწიფო კომპანიის გაკოტრებამდე მიყვანა, მამუკა ბახტაძისა და კოკა გუნცაძის კორუფციული გარიგებების შედეგია – უჩა მამაცაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის თანხმობით, რათა შემდეგ, ოლიგარქმა, ჩალის ფასად ჩაიგდოს ხელში.

წარმოიდგინეთ, საქართველოს რკინიგზა, წლიურად, საშუალოდ 160 მილიონიან მოგებაზე გადიოდა. დღეს კი სულს ღაფავს იმის გამო, რომ მისგან ფულს არაფორმალური მმართველი და მისი ოჯახი აკეთებს.

შმაგი კობახიძის კლანი

თუ ივანიშვილის დეიდაშვიული, უჩა მამაცაშვილი რკინიგზასა და გადაზიდვების ბიზნესს აკოტრებს, სხვა მსხვილ თემებს ოლიგარქის დისშვილი, შმაგი კობახიძე „ალაგებს“. ის, ძირითადად, რუსეთშია და ახლო ურთიერთობა აქვს რუსულ სპეცსსამსახურებთან. თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ხალხის გაღარიბების პარალელურად, არაფორმალური მმართველის ოჯახი და მისი ნათესავები ზღაპრულად გამდიდრდნენ.

ივანიშვილის ნათესავების გარდა, სახელმწიფო ტენდერებსა და ქონებაზე წვდომა აქვთ ძალოვნებთან ასოცირებულ ე.წ. „კასირებსაც“. ისინი არიან ყველგან – მერიებსა თუ საკრებულოებში, მსხვილ სახელმწიფო გარიგებებსა თუ კერძო ბიზნესში.

ამასობაში კი, საქართველოს ყველა რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ხალხს ხვალინდელი დღის იმედი უქრება, ხოლო პენსიონერის, პედაგოგის, სახელმწიფო მოსამსახურის, ფერმერის, გლეხის, მეწარმისა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლის ყოველდღიურობა უფრო და უფრო მძიმდება. 

„პრესა.ჯი“: 2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მლნ ლარის ზარალით დაასრულა – რა იყო ამის ძირითადი მიზეზი? 

დეპუტატი რომან გოცირიძე: ეს არის იმ ორგანიზაციების ზარალი, რომელიც ფორმალურად შედის საპარტნიორო ფონდში, ამ ზარალიდან ძირითადი, ანუ, 300 მილიონზე მეტი, არის რკინიგზის ზარალი. 

დანარჩენი ზარალი ეკუთვნის ელექტრო გადაცემას, ეს ორივე არის სახელმწიფო ორგანიზაცია და ორივე ძალიან არაეფქტურად მუშაობს, შესაძლოა, ვთქვათ, რომ ესენი გაკოტრებული ორგანიზაციები არიან და საპარტნიორ ფონდში ფორმალურად არიან მიკუთვნებულები. 

– აღნიშნეთ, რომ რკინიგზა გაკოტრების პირასაა, ხომ არ არის ეს იქ არსებული კორუფციის ბრალი? 

– ეს ყველაფრის ბრალია, რკინიგზა იმართება კორუფციულად და არაფექტურად, მენეჯმენტი არის ნულის ტოლი. ფაქტია, რომ ტვირთები განახევრდა და საერთოდაც, რკინიგზას აქვს უზარმაზარი ვალი. 

შემოსავალი კლებულობს რკინიგზაში და ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო წინა წლებში. ჯამში, 2017 წელს, სახელმწიფო საწარმოებისაგან მიღებულმა ზარალმა მილიარდნახევარ ლარამდე შეადგინა. 

ეს იმას ნისშავს, რომ ქვეყნის რესურსებიდან იფარება ეს ხარჯი, არადა, ამ ზარალის დასაფარი ფული შესაძლოა ბიუჯეტში მოხვედრილიყო და სოცილურად დაუცველებსა და გაჭირვებულებს მოხმარებოდა, ან დარგის განვითარებას.
Presa.ge.