იტალია ცდილობს ე.წ. ტრანსგენდერი ბავშვებისთვის სქესის შეცვლის წამლები აკრძალოს.

იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ფრიული-ვენეცია-ჯულიას ავტონომიური რეგიონის საბჭომ შუამდგომლობა დაამტკიცა, რომელიც იტალიის ეროვნულ მთავრობას მოუწოდებს აკრძალოს ჰორმონების შემაფერხებელი წამლები, რომლებსაც გენდერული შეუთავსებლობის მქონე ბავშვებს მკურნალობისას აძლევენ.

რეგიონულმა საბჭომ, რომელიც მატეო სალვინის პარტია „ლიგის“ მიერ იმართება, შუამდგომლობა მიიღო და იტალიის ხელისუფლებას მოუწოდა აკრძალოს იმ წამლების გამოწერა, რომლებიც მოზარდობის პერიოდში ახალგაზრდების ნორმალურ სქესობრივ განვითარებას აფერხებენ. ეს წამლები გენდერული გაურკვევლობის მქონე ბავშვებში მკურნალობისას ინიშნება და მათ საპირისპირო სქესზე გადასვლაში ეხმარება.

როგორც საბჭოს დოკუმენტშია ნათქვამი, „სქესობრივი მომწიფება დაავადება არ არის“ და ის არ უნდა შეფერხდეს ქირურგიული ან მედიკამენტოზური გზით, რამაც შეიძლება შეუქცევადი ეფექტი მოახდინოს. აქვე საუბარია წამალში შემავალი ტრიპტორელინის გრძელვადიან უარყოფით ზეგავლენაზე.

წყარო: https://www.lifesitenews.com/news/s