აშშ-ს დაზვერვის სამსახურის საგანგაშო განცხადება: პუტინი ემზადება საქართველოში შეჭრისთვის

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მხოლოდ ყირიმით ვერ დაკმაყოფილდა, ემზადება სამხედრო ინტერვენციის განხორციელებისთვის, კიდევ მთელ რიგ ქვეყნებში.როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან, აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა ტელეკომპანია “Fox News” – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედროების რიცხვი გაზარდა.
მაიკ როჯერსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, იმ მიზნით, რომ შექმნას ირანთან პირდაპირი კავშირი, საქართველოსა და სომხეთში საომარი მოქმედებების განხორციელებისთვის ემზადება.
” მათ სამხრეთ ოსეთში გადააქვთ თავიანთი ყველაზე თანამედროვე ტექნიკა. ამის მიზეზები არ არსებობს, რადგან ქართული არმია მათთვის არანაირ  საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ყველაფერი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”-  განაცხადა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როჯერსი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ირანთან პირდაპირი კავშირის ძიებამ არ უნდა გამოიწვიოს გაკვირვება. ორივე ქვეყანა აღმოჩნდა საერთაშორისო სანქციების წინაშე და რუსეთი ძალიან მალე იგრძნობს მის მიმართ დაწესებული სანქციების მოქმედების ეფექტს.