ეს არ არის ჩემი ტრანსფორმაცია. არამართებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება, გრიგოლ ვაშაძე არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, – განაცხადა გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” წევრმა მურმან დუმბაძემ “მეტორნონომთან” საუბრისას.
“ეს არ არის ჩემი ტრანსფორმაცია. აქ ლაპარაკი იყო 2012 წლის 1 ოქტომბერზე. ჩვენ გულწრფელად გვჯეროდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდოდა ახალი ხელისუფლება, რომელიც სისტემურ ცვლილებებს განახორციელებდა. სისტემური ცვლილებების გარეშე, ნებისმიერი ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც წინარე ხელისუფლებები იქცევა. ასე, რომ ახლა უნდა შეცვალოთ ხელისუფლება. ვინც მოხაზავს 41-ს, მოეხაზება საქართველოს. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ ახალ მომავალზე, ქვეყნის განვითრებაზე და ა.შ. ასე, რომ ვიბრძოლეთ გულწრფელად, გაბედულად და მოვიპოვეთ გამარჯვება. მეორე საკითხია თუ რა ხდება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ.
გამოსავალი ახლა არის გაერთიანებაში. გაერთიანებაში იქნება “ნაციონალური მოძრაობაც”. ნებისმიერი გაერთიანება “ქართული ოცნების” გარეშე. ჯერჯერობით გაერთიანება “ძალა ერთობაშია” 10 პოლიტიკური ძალაა. სისტემას შევცვლით და ქვეყანა დაიწყებს 2-3 წელიწადში განვითარებას. არამართებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება, გრიგოლ ვაშაძე არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი”, – განაცხადა დუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 10-მა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძის წარდგენას ესწრებოდა დუმბაძეს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს დუმბაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო :”ხელები გაუხმეს ვინც ნაცონალები შემოხაზოს, – აცხადებდა დუმბაძე.
metronome.ge