სინოპტიკოსები საქართველოში კვლავ გაუსაძლის სიცხეებს აანონსებენ

სინოპტიკოსები ივლისის და აგვისტოს თვეში საქართველოში  ძლიერ სიცხეს აანონსებენ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს ამ თვეში პირველად მიაღწევს და ძლიერი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სინოპტიკოსებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი უკვე დაადგინეს. ზოგადი გათვლებით, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იქნება.

ტემპერატურა საქართველოში ოთხი გრადუსით მოიმატებს და ზაფხულის პერიოდში 40 გრადუსს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. განსაკუთრებით ძლიერ სიცხეებს ივლისის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.

ძლიერი სიცხეების გამო მედიკოსები მოსახლეობას საგანგებო რჩევებს აძლევენ, ხვალიდან მათი რეკომენდაციით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ დღის განმავლობაში მზეში სიარულისგან, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

რეკორდულად მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო პროფკავშირების წარმომადგენლები ხელისუფლებას შრომის კოდექსს ახსენებენ. მათი განცხადებით, ორგანიზაციებმა ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ, რომელიც კანონმდებლობით არის მოცემული,~.

შრომის კოდექსით დახურულ სივრცეში 32, 5 გრადუსი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მხოლოდ 1 საათია, მუშაობა დაშვებული.