პენტაგონი სირიაზე თურქეთის ნებისმიერი თავდასხმის აღკვეთით იმუქრება.

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია მიუღებელია და აშშ მის თავდასხმებს აღკვეთს, – ამის შესახებ „როიტერსის“ ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათი მხრიდან ნებისმიერი ცალმხრივი ქმედება მიუღებელი იქნება. რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ არის ის, რომ აღვკვეთთ ნებისმიერ ცალმხრივ თავდასხმას,“ – განაცხადა ესპერმა.

მისი თქმით, თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში ჩატარებულმა სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სირიის დემოკრატიული ძალების ძალისხმევაზე, არ მისცენ უფლება „ისლამურ სახელმწიფოს“, კვლავ კონტროლზე აიყვანონ ტერიტორია, რომელიც მანამდე ეკავა. გარდა ამისა, პენსი შიშობს, რომ თურქეთის მოქმედებებმა შესაძლოა, შეუშალოს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, პატიმრობაში დატოვოს „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით სავარაუდო მებრძოლი.

ცნობისთვის: თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით, სადაც ამჟამად ქურთული შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაციას იწყებს.

„ჩვენ უკვე შევედით აფრინში, ჯარაბლუსში, ალ–ბაბში. ახლა ჩვენ შევდივართ მდინარე ევფრატის დასავლეთ მხარეს. ჩვენი გეგმების შესახებ აშშ და რუსეთი უკვე გავაფრთხილეთ“, – განაცხადა ერდოღანმა, თუმცა სამხედრო ოპერაციის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია. 
accent.com.