ნიკოლოზ მჟავანაძე: აზერბაიჯანმა ჰერეთის შემდეგ, გარეჯის ოკუპაცია მოახდინა!

– “სულ მიკვირდა როგორ შეეგუა საქართველო თავისი ძირძველი ტერიტორიის ჰერეთის აზერბაიჯანისთვის გადაცემას, ისე რომ ამას არანაირი მღელვარება და გამოსვლები არ მოჰყოლია. ეხლა ვიღაც იტყვის ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას მაშინ ხომ ქვეყანა რუსეთს ჰყავდა დაპყრობილიო. დღეს ხომ ვართ თავისუფალი. აზერბაიჯანმა ჰერეთის შემდეგ მეორე იერუსალიმის გარეჯის ოკუპაცია მოახდინა და ვითომაც არაფერი მომხდარიყოს. დასაწყისში იყო პროტესტი ახლა კი ყველა გაისუსა ერიც და ბერიც. ქვეყანას პულსი აღარ ესინჯება, უბრძოლველად ჩვენი წინაპრები ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდნენ ჩვენ კი სირაქლემას პოზაში ვართ და გულს იმით ვიმშვიდებთ ბაქო ხომ გაზს და ნავთობს არ შეგვიწყვეტსო. ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო, რადგან გაზზე და ნავთობზე ყიდი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწებს” – აღიკვეთოს აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თარეში საქართველოში! – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.
მოღალატეების ლოგიკა – თურმე ოკუპანტ რუსეთიდან არ უნდა შემოვიდეს საწვავი და ოკუპანტ აზერბაიჯანიდან SOCAR ის ნაგავი ნავთობი ჩვენ უნდა გავასაღოთ. თუ რუსული არაფერი გინდათ მაშინ რატომ მისტირით რუს ტურისტებს, რატომ ყიდულობთ რუსულ ელექროენერგიას, რუსულ გაზს, რუსულ პროდუქციას მაღაზიებში. აზერბაიჯანის აგენტებო გარეჯში აზერბაიჯანი ახორციელებს ოკუპაციას თუ რუსეთი?” – წერს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე. tvalsazrisi.