ყოფილი მინისტრები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე გამოკითხეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია-ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “თაიმერს” სამთავრობო წყაროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვაც. პროკურატურა დიმიტრი ქუმსიშვილსა და რეგიონების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. თავის დროზე მთავარ პროკურატურაში ადასტურებდნენ, რომ ყოფილი მინისტრები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე გამოკითხეს.
ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ, გზების დეპარტამენტში დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით აქვს. ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა, მის ნაცვლად უწყების ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კი თანამდებობა უკანასკნელი სამთავრობო ცვლილებების დროს დატოვა. times.