მედიაჰოლდინგ „მეგა M“-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება!

გაცნობებთ, რომ მედიაჰოლდინგ „მეგა M“-ში კვლავ გრძელდება საკადრო ცვლილებები და მისი დამფუძნებლის მარიამ შენგელიას გადაწყვეტილებით, კომპანიას უბრუნდება კავკასუს თაიმსის ყოფილი მთავარი რედაქტორი: ყველასათვის საყვარელი და პოპულარული ადამიანი-გიორგი შალვაშვილი, რომელიც განახლებულ მედიაჰოლდინგში ამჯერად უკვე დაიკავებს გამომცემლობა „Caucasus Times“-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს. შეგახსენებთ, რომ გიორგი შალვაშვილმა წლების წინ ჩაანაცვლა ყოფილი მთ. რედაქტორი: იოსებ კავკავაშვილი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო. გამომცემლობის ახალი დირექტორი ხვალიდან შეუდგება მუშაობას და ასევე განახორციელებს სრულ რებრენდინგს, რამდენიმე დღეში იგი თავად გააკეთებს ოფიციალურ მიმართვას მის დღისწესრიგსა და სამომავლო გეგმებზე. TVM NEWS-ის მედია ჯგუფი, მედიაჰოლდინგის დირექტორი: გიორგი მარჯანიძე და სრული სარედაქციო კოლეგია ულოცავს გიორგი შალვაშვილს დაკავებულ თანამდებობას და წარმატებებს უსურვებს მას!

კომენტარები ფეისბუქიდან