მონობა, თუ კეთილი ნება-მოსკოვი თბილისს სრულმაშტაბიანი ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს

„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდთბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“ ამბობს მარია ზახაროვა.

ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ ეს არის რუსეთის ხელისუფლების პირველიოფიციალური გზავნილი თბილისის მიმართ.

ინტერვიუში რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის მარჯვენა ხელი“ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიაზეც” საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსმოქალაქეების მკვლელობასთან კავშირში არ არის.