სასწრაფოდ: მოულოდნელი ინფორმაცია, რა ჩაიდინეს თურქებმა ამას არავინ ელოდა

საქართველოს ისტორიულ ნაწილში, ტაო-კლარჯეთში ქართველ მომლოცველებს დოლისყანის მონასტრის ტაძრის კარი აჭედილი დახვდათ. ფოტოებს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, მთვარისა თარხნიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ტურისტული ჯგუფის წევრები ადგილობრივებმა ტაძარში არ შეუშვეს.

თქვეს, რომ კარი თავად სოფელმა აჭედა. ფოტოები გადაიღეთ და წადითო. შიგნით შესვლის საშუალება არ არის, – ამბობს მთვარისა თარხნიშვილი.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა.

ამის შესახებ არაფერი მსმენია. ხვალვე დავძრავ საკითხს, საგარეო უწყებას მივაწვდი ინფორმაციას.

სამი თვის წინ, ქართველმა ტურისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტაძრის კარიბჭეში საპირფარეშო შენდებოდა. სახელმწიფო უწყებების ჩარევის შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა.

დოლისყანა შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერია, რომელიც კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში მდებარეობს.

ძველად სოფელსაც დოლისყანა ერქვა, ახლა ჰამამლი ჰქვია.

სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი XIX საუკუნისათვის მთლიანად იყო განადგურებული. კარგადაა შემონახული ეკლესიის მთავარი, ჯვრული ნაწილი, რადგანაც აქ ბოლო დრომდე მეჩეთი ფუნქციონირებდა.