ლეგენდარული ქართველი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ვახტანგ(ბუბა) კიკაბიძე, დაიბადა ქ. თბილისში, 1938 წლის 19 ივლისს. დღეს, მომღერალი, 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მომღარალი, 1959 წლიდან მღეროდა ანსამბლებში: “დიელო”, “რერო”, ხოლო 1967 წლიდან, ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის “ორერას” სოლისტია.
ბუბა კიკაბიძე, 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში კი, უცხო ენათა ინსტიტუტში.
შესრულებული აქვს როლები ფილმებში: – გია(“შეხვედრა მთაში”), ბენჟამენ ღლონტი(“არ დაიდარდო”, 1968), გიორგი მიქელაძე(“მე, გამომძიებელი”, 1971), პავლე(“ვერის უბნის მელოდიები”, 1973), ვალიკო მიზანდარი(“მიმინო”, 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი (“იცოცხლე გენაცვალე”, 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: “იცოცხლე გენაცვალე”(1981), “მამაკაცები და სხვები”(1985).
კიკაბიძე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. ასევე მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2013 – უკრაინის დამსახურებული არტისტი
2013 – საქართველოს სახელმწიფო პრემია
1999 – ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია
1998 – პრიზი “Золотой Грамофон”(რუსეთი)
1998 – თბილისის საპატიო მოქალაქე
1998 – წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი(რუსეთი)
1997 – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი(უკრაინა)
1997 – ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
1994 – ღირსების ორდენი
1980 – სსრკ სახელმწიფო პრემია
1980 – საქართველოს სახალხო არტისტი
1978 – სსრკ სახელმწიფო პრემია , ფილმისთვის “მიმინო”
1969 – საერთაშორისო კინო ფესტივალ “კარტახანი-70”-ის პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “არ დაიდარდო”.
ვულოცავთ, ბატონ ბუბას 80 წლის იუბილეს!
primetime.ge