კოჰაბიტაცია არც მელიაზე სამაჯური დადებით და არც გვარამიას დაჭერით დამთავრდება – გია გაბრიჭიძე.

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ე. წ. კოჰაბიტაციის შედეგი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ვთქვათ ვინმე ბოკერია ციხის ნაცვლად პარლამენტში ზის და ე. წ. ტელეკომპანია რ2, ყოველ დღე სიბინძურეს, სიცრუეს და ამორალიზმს ავრცელებს.
კოჰაბიტაციის შედეგი არის საერთაშორისო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და ცივილური, დასავლური ურთიერთობების მახინჯი ფორმით წარმოჩენა.
კოჰაბიტაციის შედეგი არა მხოლოდ ნაცმოძრაობის და მათი აგრესიული რევანშიზმის ზეობაა, ამ მარაზმთან ერთად ე. წ. სამოქალაქო სექტორის, თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დამახინჯება და განადგურებაა.
კოჰაბიტაციის შედეგი ის დამთრგუნველი მდგომარეობაა, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი “კოჰამუტანტენტების” მეცადინეობით ოკუპანტის ნარატივს არჩევს.
კოჰაბიტაციის შედეგი სამართლიანობის უბორბლებო ურმით სიარულია.
კოჰაბიტაცია არც მელიაზე სამაჯური დადებით და არც გვარამიას დაჭერით დამთავრდება.
მისი დამთავრება უმარტივესად – ნაცების ბატონობის დამნაშავე რეჟიმად აღიარებით შეიძლება.
მისი დამთავრება ამ მარაზმის შემოქმედთათვის ზურგის შექცევით მოხდება.
ასეთი ქმედება განცდის და არა შურისძიების იდეების გაგრძელებაა და არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაშიც შელახულ ღირსებას დაგვიბრუნებს.” – წერს გაბრიჭიძე
marchalpres.ge.