რატომ გაიზარდა პურის ფასი – პრემიერი კონკურენციის სააგენტოსგან პასუხს უშედეგოდ ელის.

რატომ გაიზარდა პურის ფასი ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს – ამ კითხვაზე პასუხს პრემიერ-მინისტრი კონკურენციის სააგენტოსგან უკვე მერვე თვეა ელის, თუმცა უშედეგოდ. ხადურის უწყებას პასუხი ამ დრომდე არ აქვს.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები კი პურზე ფასის მატების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის არის ლარის კურსის გაუფასურება და სახმელეთო ტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანის აკრძალვა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ხელისუფლებას ეშინია შეცდომების აღიარების. გარდა ამისა ისინი, კონკურენციის სააგენტოების უფუნქციობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

“წესით უნდა გაეცა მას კვლევის შედეგები, მაგრამ სამწუხაროდ აგვიანებს და ეს ფაქტია, ეს არის არასერიოზული. პურის გაძვირება ეს არის გაძვირების გამო, რომელიც გაუძვირდათ კომერციულ ობიექტებს, არის ლარის კურსის გაუფასურების გამო და ალბათ ისევ მათზე გადატყდება ჯოხი. მთავარი, ჩვენ პურის ფასის გაძვირებას მივაკუთვნებთ იმ არასერიოზულ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა საავტომობილო ტრანსპორტით ხორბლის და მარცვლეული შემოტანას, რომელმაც მართლა სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ სფეროს,”-განაცხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა შენგელიამ. 

ფასების მუდმივად მატებისგან შექმნილ გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობს მოსახლეობა. 

ავტორი: გურიის მოამბე