Chechen leader Ramzan Kadyrov (poster in top left) is a staunch supporter of Russian President Vladimir Putin, but both men have been criticized by human rights groups. Tens of thousands of people took part in a state-sponsored rally in Chechnya's capital Grozny on Jan. 22, with many holding posters of Kadyrov, Putin (right) and Kadyrov's late father, Akhmad Kadyrov (center).

რატომ ისწრაფვის კადიროვი საქართველოსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გახსნას.

გავიხსენოთ რამზან კადიროვის მუქარა საქართველოს მიმართ. მან გავრილოვის ინცინდენტის დროს თქვა, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია. რამზან კადიროვს პირად დაქვემდებარებაშია 20 ათასი კარგად გაწვრთნილი სპეცრაზმი. რუსეთთან ვითარების გართულების შემთხვევაში მას შეუძლია შემოიყვანოს თავის ქვედანაყოფები საქართველოს ტერიტორიაზე, რაზეც ოფიციალური მოსკოვი იტყვის, რომ „ეს ჩვენთან შეთანხმებელი არ იყო“.

რა ხდება სინამდვილეში ჩრდილოეთ კავკასიაში?

 1999 წლის სექტემბერში ჩეჩნები არ მონაწილეობდნენ ისლამისტ რადიკალების თავდასხმაში დაღესტანზე. ამის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა რამზან კადიროვმა.

მისი თქმით, დაღესტანზე თავდასხმაში მონაწილეობდა „კავკასიის ისლამური არმია“, „დაღესტანის მეამბოხეთა არმია“ და ასევე ქვედანაყოფები რომლებიც შედგებოდა არაბებისგან, უზბეკებისგან, ტაჯიკებისგან და რუსეთის რეგიონების რიგი მოქალაქეებისგან, რომლებიც უშუალოდ არაბ ჰატაბს ემორჩილებოდნენ.  ისინი  კადიროვის აზრით, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა მოამზადა.

 რამზან კადიროვის ეს ფრაზა ჯდება ამჟამინდელი კრემლის მესვეურთა ლექსიკონში. გასული საუკუნის 80-90 წლების მიჯნაზე შეერთებული შტატები, გარდა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას-მხარს უჭერდა სსრ კავშირის შენარჩუნებას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის (უფროსი) გამოსვლა უკრაინის უზენაეს საბჭოში 1991 წელს, სადაც მან მოუწოდა უკრაინელ ხალხს არ დაეტოებინათ სსრ კავშირი. მით უფრო, დასავლეთს არ აწყობდა რუსეთის ფედერაციის სრული დაშლა. ეს ნათლად ჩანს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების ჯორჯ ბუშის (უფროსი), ასევე ბილ კლინტონის მემუარებში. ამას ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკა გასული საუკუნის 90-ნ წლებშიც.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელი მიხეილ როშჩინი სთვლის, რომ დაღესტანში შეჭრის ინიციატორი იყვნენ ვაჰაბიზმის დარესტანელი იდეოლოგები.

ჩეჩნეთის მარიონეტული რეჟიმის მეთაურის რამზან კადიროვის ინტერვიუმ სააგენტოს „ჩეჩნია სევოდნია“ დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია მეზობელ დაღესტანში.

დაღესტანში შეშფოთება გამოიწვია რამზან კადიროვის შემდეგმა სიტყვებმა: „შამილის მოქმედებამ ხელი შეუწყო ჩეჩენი ხალხის ნახევარზე მეტის გაჟლეტვასა და 20 წლის განმავლობაში მთელი ჩეჩნეთის გადაწვას. და ამაში იგი გახდა რუსი აზნაური. დროა ითქვას სიმართლე, რადგან ტყუილი ბადებს ახალ ტყუილს და ამას არ უჩანს ბოლო.

როგორც სასულიერო პირს, ჩვენ პატივს ვცემთ შამილის ხსოვნას, მაგრამ გვაქს სურვილი ვიცოდეთ, როდესაც ის ჩეჩნეთში იყო, 19 წელი ომობდა რუსეთთან, და ამით პროვოცირება გაუკეთა ჩეჩენი ხალხის დამცირებას, ხოლო დაღესტანში დაბრუნებისას ჩაბარდა რუსეთს და გახდა აზნაური. ეს სხვა არაფერია, თუ ტერორი ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ, ეს იყო შეგნებული თუ შეუგნებელი სხვა საკითხია. იქნებ ორმაგი სტანდარტები XIX საუკუნეში წარნოიშვა?“.

აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ იმამ შამილს აზნაურობა უბოძა 1869 წელს, როდესაც იმამმა დატოვა რუსეთის იმპერიის ტერიტორია, ანუ 10 წლის შემდეგ, როდესაც 1859 წელს დაღესტანის აულ გუნიბეში მან თავის ხმალი გადასცა მთავარსარდალ ბარატინსკის.

დაღესტანის როგორც საერო, ასე სასულიერო ლიდერების პასუხმაც არ დააყოვნა. დაღესტანის დედაქალაქის – მაჰაჩკალას მერმა სალმან დადაევმა თავის Facebook-ის გვერძე დაწერა:„ყველას უსურვებდი ჰქონოდათ დიდი იმამის ღირსების მცირეოდენი ნაწილი“. დაღესტანის მუფტიატის პრეს-სამსახურმა შემდეგი განცხადება გაავრცელა: „იმამ შამილი არასდროს აჯანყებულა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც ცხოვრობდა“. ეს საკმაოდ ორაზროვანი განცხადებაა, რადგან არაა დაზუსტებული დაღესტანი თუ რუსეთი. „იმ ვითარებაში იგი 25 წლის განმავლობაში იცავდა წინაპართა სახლებსა და თავის ძმების მიწებს, მაგრამ როდესაც მიხვდა ომის უაზრობა, იგი წავიდა მოლაპარაკებებზე“, – დასძინეს მუფტიატის პრეს-სამსახურმა. იმამ შამილის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ალისჰაბ ჰარჰაჩევი ხაზგასმით აღნიშნავს: „იმამ შამილი შეიჰია. შეიჰი კი ხელუხლებელია“.

იმამ შამილი 25 წლიან ომიდან 19 წელი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე იომა. ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის მკვლევარები დამეთანხმებიან, რომ შამილს არასდროს არ უთქვამს რომ ის ომობდა დაღესტანისთვის ან ჩეჩნეთისათვის. შამილისთვის იყო მუსლიმთა მიწები, რომელიც მტერმა დაიპყრო. შამილმა ჰაზავატი – ომი რჯულისათვის, გამოაცხადა არა ჩეჩნეთისათვის ან დაღესტანისთვის, არამედ ისლამის მიწებისათვის.

XIX საუკუნის რუსეთ-კავკასიური ომის ისტორია საბჭოთა პერიოდში არაერთხელ გადაიწერა, ისევე როგორც იმამ შამილის შეფასებაც არაერთხელ იქნა გადახედილი – ჯერ ლოკალური გმირი, შემდეგ საერთორუსული გმირი, რომელიც რუსეთის ცარიზმს ებრძოდა, შემდეგ ხალხის მტერი და დიდი ბრიტანეთის აგენტი და ა.შ.

აქ ლოგიკურად ისმევა კითხვა – რა მიზანს ისახავდა რამზან კადიროვის იერიში იმამ შამილზე?

ჩვენს მიერ ზემოდხსენებული მიხეილ როშჩინის აზრით, რამზან კადიროვის განცხადება უკავშირდება ჩეჩნეთისა და დაღესტანს შორის ტერიტორიულ დავას.

კავკასიამცოდნეები პროგნოზირებდნენ, რომ ინგუშეთთან ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარების შემდეგ დაიწყებოდა ტერიტორიული დავა დაღესტანთან.

რამზან კადიროვის ექსპანსიონისტური ამბიციების განმარტებას იძლევა იჩკერიის გერბი, სადაც გამოსახულია ძუ მგელი და ცხრა ვარსკლავი. ვარსკლავები სიმბოლოა ჩეჩენი ტუკჰუმებს. ტუკჰუმები – ტრადიციული ტომთა კავშირია, რომელიც შეიცავს ჩეჩენთა უმეტესობას და მათ მრავალრიცხოვან ტეიპებსა და კლანებს. რიგი მკვლევარი სთვლის, რომ ოდესღაც იყო არა ცხრა, არამედ ათი ვარსკლავი. მეათე ვარსკლავი ასახავდა ინგუშებს, რომლებიც ჩეჩნებთან ერთად წარმოშობენ ვაინაჰ ხალხს.

გერბზე გამოსახულ ცხრა ტუკჰუმიდან რვა ცხოვრობს თანამედროვე ჩეჩნეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ბოლო ვარსკლავი კი აკინელები არიან. აკინელთა სხვა სახელწოდებაა – აუჰოველები. – ასახავს ამ ეთნოჯგუფის დასახლების ადგილს – აუჰი, რომელიც ამჟამად დაღესტანში შედის.

 როგორც ცნობილია, 1944 წელს სტალინმა მოახდინა ჩეჩენი ხალხის დეპორტაცია შუა აზიაში. მათ ადგილას იძულებით ჩასახლებულ იქნენ ლაკცები და ავარელები. რამდენიმე წელია მიმდინარეობს დისკუსია დაღესტანის ნოვოლაკის რაიონის მაცხოვრებლების – ლაკცების გადასახლებაზე, რათა დასრულდეს ამ ტერიტორიაზე აუჰოვის რაიონის აღდგენა და იქ უწინდელი მაცხოვრებლების – ჩეჩნების დაბრუნება. უკანასკნელად ამგვარი დაპირება დაღესტანის ხელისუფლებამ 2016 წელს გასცა, მაგრამ დაპირების იქით საქმე არ წასულა.

ინგუშეთის ტერიტორიის წარმატებული მითვისების შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაურმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ მზერას აღმოსავლეთით მიაპყრობს. გასული წლის ნოემბერში ჩეჩნეთის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა განახლებული რუკა. რუკის ახალი ვერსიით ჩეჩნეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა არა მხოლოდ ინგუშეთის ახლადმითვისებული მიწები არამედ კაზენოი-ამ-ის ტბა, რომელიც სრულად ჩეჩნეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. არა და აქამდე ამ ტბის აღმოსავლეთის ნაპირი დაღესტანს ეკუთნოდა. აქვე შევნიშნავ, რომ ტბა კაზენოი-ამი ჩრდილოეთ კავკასიაში სარფიან ტურისტულ ობიექტად მიიჩნევა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვირტუალური „შენაძენი“ გაკეთებულ იქნა არა ჰასავიურტის ან აუჰის რაიონის ხარჯზე, არამედ დაღესტანის ბოთლიჰის რაიონის ხარჯზე, რომელიც ავარელებითაა დასახლებული.

შესაბამისად, ახალი ტერიტორიებისათვის მოსკოვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, იმამ შამილის კრიტიკას უნდა ეჩვენებინა კადიროვის ერთგულება კრემლისადმი. კადიროვის თანახმად, იმამ შამილმა კარგ ჩეჩნებს პროვოცირება გაუკეთა და რუსეთის მეფესთან ომში გახვია. ანუ, ეს იყო მცდელობა XIX საუკუნის რუსეთ-კავკასიური ომზე მთელი პასუხისმგებლობა იმამ შამილზე გადაედო და ჩეჩნეთის ხელისუფლების ლოიალურობა ეჩვენებინა კრემლისთვის.

მაგრამ რუსულ მედიას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. რამზან კადიროვი ცდილობს ჩეჩნეთის საზღვარი საქართველოსთან გაზარდოს 100 კილომეტრამდე. რუსეთის ფედრაციის კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე რეგიონს გააჩნია 100 კილომეტრიანი საზღვარი რომელიმე ქვეყანასთან, მას აქ უფლება, კანონის შესაბამისად, მოსთხოვოს მოსკოვს მოაწყოს ინფრასტრუქტურა და გახსნას საბაჟო და სასაზღვრო პუნტქტი.

არ შევცდები თუ ავღნიშნავ, რომ რამზან კადიროვს დიდი ხანია სურს გახსნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველოსთან. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ გროზნოს მერის საიდუმლო ვიზიტი ბათუმში გასული წლის იანვარში.

კადიროვმა უკვე მიუერთა ჩეჩნეთს ინგუშეთის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ესაზღვრებოდა და დღეს ცდილობს იგივე გააკეთოს დაღესტანთან.

მამუკა არეშიძეს მოსაზრებით, კადიროვი მოსკოვს მოსთხოვს იტუმკალის რაიონში, რომელიც ესაზრვრება შატილს, გახსნას სასაზღვრო-გამშვები პუნტქტი. ასევე კადიროვის ინტერესში შედის მიითვისოს ტერიტორია, რომელიც სოფელ ბეშეტთან მდებარეობს. ბეშეტა სასაზღვრო სოფელია, რომელიც ესაზღვრება ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელს. საავტომობილი გზა ბეშეტიდან ახალსოფლამდე დაახლოებით 50 კილომეტრს შეადგენს და იგი საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა. დღეს ეს უმოქმედო და დანგრეული გზაა, რომლის აღდგენა შესაძლებელია. ამგვარად, რამზან კადიროვის სურვილია მიიტაცოს ორი გზა რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებს.
citizenevs.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან